InformNapalm.org (ქართული)

2008 წლის ომის გამოძახილი: ფსკოველი მედესანტის მონანიება

საერთაშორისო ვოლონტიორთა ჯგუფმა InformNapalm-მა მოამზადა ახალი OSINT-გამოძიება, გეოგრაფიის ოდნავ გაფართოვებით, მაგრამ ფიგურანტთა – რუს სამხედრო დამნაშავეთა შეუცვლელად. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია რუს მედესანტეთა ჯგუფი საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 104-ე პოლკიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ახლა კი ისინი არიან კრემლის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილეები

ახალი ამბავი არაა, რომ რუსეთი არის მთელ მსოფლიოში ჰიბრიდული ტერორიზმის ძირითადი შემოქმედი. ეს ქვეყანა, თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელდასმით, გარეულია უთვალავ სამხედრო დანაშაულში, რაც ჩადენილია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამჟამად კი ახლო აღმოსავლეთშიც. წლების შემდეგაც კი სოციალურ ქსელებში შეიძლება მოვიძჳოთ ინფორმაცია ომში რფ შეიარაღებული ძალების მთელი ქვედანაყოფების მონაწილეობის ფაქტების შესახებ – როგორც წარსულ, ისე დღევანდელ ავანტიურებში.

2015 წლის 3 ნოემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეორგოლი რუსული სამყარო” – ექსკლუზიური ვიდეო რუსი სამხედრო დამნაშავეების გართობის შესახებ გორის მიდამოებში 2008 წლის აგვისტოში, რომელიც ასახავს ვანდალიზმის ფაქტს ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის (ამჟამად სამხრეთ სამხედრო ოლქი) ტანკისტთა და საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 104-ე პოლკის მედესანტეთა მონაწილეობით. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი მოწოდების საპასუხოდ, გადმოეცათ ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია რუსი სამხედრო დამნაშავეებისა და მათი ხელშემწყობების შესახებ, რაც გაჟღერდა 9 ნოემბერს წერილში “31-ე ბრიგადის ულიანოვსკელი მედესანტეები უკანონო შეიარაღებული ფორმირების „პატრიოტის“ შემადგენლობაში“, ჩვენ მოგვმართა ანონიმმა წყარომ, რომელმაც გვიამბო შემდეგი: „2008 წელს ვმსახურობდი რფ შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების 104-ე პოლკში, ვარ „მშვიდობისადმი იძულების ოპერაციის“ ვეტერანი.“ წლების შემდეგ და დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით ბევრი რამ გააცნობიერა. ის, რასაც დღეს აკეთებს რუსეთი უკრაინის მიმართ, მისთვის მიუღებელია, მითუმეტეს რომ მის ძარღვებში ჩქეფს უკრაინული სისხლი. მონანიების წერილის ბოლოს წყარომ დაგვიტოვა სიციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ში თავისი ყოფილი თანამებრძოლების პროფილების გვერდების ბმულები და ხაზი გაუსვა, რომ ძიება უნდა მოხდეს მათ შორის.

რუს მედესანტეთა გვერდების ჩატარებული დაზვერვის შედეგად შეგროვებულია შემდეგი ინფორმაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ა. ისაევის ალბომში არ არის ფოტისურათები, რომლებიც მიუთითებდა, რომ იგი არის 2008 წლის ინტერვენციის მონაწილე, ვიდეოპორტალ youtube-ზე აღმოაჩინეს სიუჟეტი, რომელშიც რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დ. მედვედევი აჯილდოვებს ორდენებითა და მედლებით 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მედესანტეებს „მშვიდობისადმი იძულების“ ოპერაციის შედეგების მიხედვით, რომელთა შორის ფიგურირებს ისაევიც „მამაცობის ორდენით“ დაჯილდოვებისას. გარდა ამისა, ისაევის ვიდეოალბომში აღმოჩენილია ზემოხსენებული ვიდეორგოლი ქ. გორში ვანდალიზმის ფაქტის ასახვით, რომელზეც ის დათაგულია როგორც თანამონაწილე თავისივე თანამოსამსახურის პეტრე პეტროვის მიერ. თავად ა. ისაევის ფოტოალბომში კი აღმოჩენილია სლაიდი უკრაინიდან, სადგურ ილოვაისკის კედლის ფონზე, აგრეთვე სხვა  ფოტოსურათები დონბასიდან და ტერორიზმში საბრძოლო მეგობრებთან ერთად.

უკრაინა, დონბასი  2014-2015 წწ.

 

საქართველო, 2008 წ. აგვისტო

 

უკრაინა, დონბასი 2014-2015 წწ.

 

 

 

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილ გამოძიებაში სულ ფიგურირებს 19 რუსი სამხედრო დამნაშავე, აქედან რვა ისევ მსახურობს რფ შეიარაღებულ ძალებში. 18 მედესანტე არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილე, ხოლო ექვსი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამოუცხადებელი ომის მონაწილეა.

ცნობა: 2008 წ. აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა, თავისი „სამხრეთ-ოსეთელი“ მარიონეტი სეპარატისტების გამოყენებით, მოახდინეს საომარი კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს სამაჩაბლოს რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). რუსეთის „სამშვიდობო ძალებმა“ განგებ არ მოახდინეს რეაგირება ოს მებრძოლთა გააქტიურებაზე, რომლებიც ატარებდნენ რეგიონის ქართული სოფლების მიზანმიმართულ დაბომბვას. იმის შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ დაეწყოთ ოპერაცია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცხინვალის რეგიონში საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შეუდგნენ სეპარატისტ პროვოკატორთა აქტივობის კერების ლოკალიზებას, რუსეთმა გამოაცხადა „მშვიდობისადმი იძჲლების“ ოპერავიის დაწყების შესახებ, რომელიც გადაიზარდა პირდაპირ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ, სამაჩაბლოს რეგიონისა და აფხაზეთის შემდგომი ოკუპაციით, აგრეთვე დღემდე მიმდინარე ე.წ. მცოცავი ოკუპაციით. 2008 წლის რუსეთის სამხედრო შემოსევის შედეგების მიხედვით დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე (მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე), ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი გაიზარდა 26 ათასი ადამიანით (სულ ლტოლვილთა რიცხვი საქართველოში შეადგენს 260 ათასზე მეტ ადამიანს), ოკუპირებულია სახელმწიფოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი.

InformNapalm (CC BY)

Original article by Irakli Komakhidze, translated by  Tamar Tsitsishvili 

 

Exit mobile version