- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

დონბასის რეგიონში დაფიქსირებულია რუსეთის არმიის შეიარაღებისა და ტექნიკის თავმოყრა: ტანკები, საბრძოლო მანქანები, არტილერია და საზენიტო საშუალებები (აერო–ფოტოგადაღება)

Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0 [1]

ვოლონტერულმა აეროდაზვერვამ საერთაშორისო სადაზვერვო გაერთიანება InformNapalm– გადმოცა უკრაინის დონბასის რეგიონში რფ საოკუპაციო ჯარების შეიარაღებისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილის ახალი ფოტომტკიცებულებები. InformNapalm–ის OSINT–ექსპერტების მიერ გატარებული იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ აეროდაზვერვის კადრებში მოხვედრილია  რუსი ოკუპანტების გაძლიერებული საბატალიონოტაქტიკური ჯგუფი. ხოლო დაფიქსირებული რუსული ექსკლუზიური საშუალებების ნაწილი ადასტურებს ამ ტაქტიკური დანაყოფის რუსულ კვალს.


ფიქსაციის ადგილი: დონეცკის ოლქი, დასახლებულ პუნქტ ჩისტიაკოვოს (ყოფილი ტორეზი) სამხრეთ–დასავლეთით. კოორდინატები: 47°59’26.1″N 38°36’17.0″E [2].

კადრში მოხვედრილია [3] Т-64БВ და ძველი მოდიფიკაციის Т-72Б (შეიარაღება 125 მმ. ქვემეხი) 20 ერთეული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (БМП-1/БМП-2) 25 ერთეული, თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 «Гвоздика» (122 მმ.) 4 ერთეული, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 5 ერთეული, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი 9К35 «Стрела-10» და სხვა ტექნიკა.

ასევე ფოტომასალაში [4] დაფიქსირებულია რუსული პირველადი დახმარების სადგური (АП-2), რომელიც 2016 წლის აგვისტოში ფიგურირებდა InformNapalm–ის  OSINT-გამოძიებაში [5] ე.წ. ავდეევკას პრომზონიდან 3 კმ–ში. თუმცა, ყველაზე მთავარი აღმოჩენაა  2 ერთეული საინჟინრო გამნაღმველი მანქანა  «Метеорит»–ი, რომლებიც შეიარაღებაში მხოლოდ რუსეთს გააჩნია.

აღნიშნული საინჟინრო საშუალება თავისი უშუალო დანიშნულების  – ობიექტების განაღმვის გარდა,  განკუთვნილია გამაგრებულ შენობა–ნაგებობებში (საყრდენ პუნქტებში) ცოცხალი ძალის განადგურებისთვის. მისი გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით დაფიქსირებულია მე–2 ჩეჩნური [6] ომის დროს, დონბასზე დონეცკის აეროპორტის შტურმისას და სირიაში ქ. ჯობართან გამაგრებულ რაიონზე იერიშის მიტანისას.

InformNapalm–ის მიერ გატარებულია არა მხოლოდ პირველადი აერო–ფოტოგადაღების მასალის შესწავლა–დეტალიზაცია და ტექნიკის იდენტიფიკაცია, არამედ აღმოჩენილია დოკუმენტური ფოტო- და ვიდეომასალა დ/პ ჩიასტიაკოვოს პოლიგონის რაიონიდან, სადაც ზემოხსენებული შეიარაღება და ტექნიკა ბოევიების და რუსი ოკუპანტების სოცქსელების გვერდებზე ფიგურირებს.

ფოტოსურათზე წარმოდგენილია ხსენებულ რაიონში ტანკების  კოლონა – 20 ერთეულამდე.

წარმოდგენილი აერო–ფოტოგადაღება ადასტურებს, რომ არანაირი მინსკის და სხვა საერთაშარისო შეთანხმებები არ სრულდება და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. რუსეთი განაგრძობს ტექნიკისა და შეიარაღების თავმოყრას უკრაინის დონბასის რეგიონის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

რუსეთის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ქმედებებით – მისი მკაცრი კონსოლიდაციით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებითა და რფ–სთვის გაერო–ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევით [7].

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საშემოდგომო სესიაზე, რომელიც 2016 წლის 10 – 14 ოქტომბერს გაიმართა, უკრაინის დელეგაციის მიერ წარდგენილი იყო საერთაშორისო სადაზვერვო გაერთიანება InformNapalm–ის ძალისხმევით მომზადებული მოხსენება  დონბასზე რუსული შეიარაღება [8].

აღნიშნული მოხსენება მკაფიოდ ასახავს მტკიცებულებებს იმ შეიარაღება–ტექნიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწვდის დონბასში მოქმედ ტერორისტულ ძალებს. მათ შორის ფიქსირდება არა მხოლოდ ძველი საბჭოური შეიარაღება, არამედ თანამედროვე ნიმუშის სხვადასხვა საშუალებები, რომლებსაც რუსეთი თავისი მომსახურე სამხედრო პერსონალთან ერთად აგზავნის უკრაინის აღმოსავლეთში.

არსებულ ვითარებაში უკრაინა საჭიროებს არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ეკონომიკურ, არამედ მის მძლავრ სამხედრო დახმარებას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიისთვის ლეტალური და არალეტალური თანამედროვე შეიარაღების მიწოდება წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ ფაქტორს კრემლის აგრესიული ამბიციების შეკავებაში, რომლის გეგმებში უკრაინის სრული ოკუპაცია, ასევე ევროკავშირისა და ნატო–ს საზღვრებთან ვითარების დესტაბილიზაცია შედის.

აეროდაზვერვის მასალების საფუძველზე ადრე გამოქვეყნებული მასალებ იხილეთ ბმულზე [9]

–––––––––––––

პუბლიკაცია მომზადებულია InformNapalm [10]ის  საკუთარი OSINT–გამოძიების საფუძველზე  

(CC BY)  InformNapalm.org [10]

 

Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0 [1]