- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

 

15 იანვრის დილიდან „ბოევიკები“ აგრძელებდნენ შეტევას ნიკიშინოზე, კამენკაზე და რედკოდუბზე, რითაც ახდენდნენ სამხრეთ მიმართულებიდან დებალცევოზე შეტევის. შეტევაში მონაწილეობდა მხოლოდ ცოცხალი ძალა, მიუხედავად ტორეზში, სნეჟნიში და კრასნი ლუჩში არსებული მძიმე ტექნიკისა. დღისით ტერორისტების მხრიდან აგილი ჰქონდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობას. დონეცკის აეროპორტში ეუთოს მისიის წარმომადგენლების მოსვლის მომენტში განხორციელებული იქნა პროვოკაციის მცდელობა დონეცკის პეტროვსკის რაიონში (დაახლოებით 15:00 სთ).

მაგრამ წინასწარ გაფრთხილებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პროვოკაციაზე არ წამოეგნენ. 15 იანვარს საღამოსკენ „ბოევიკებს“ ჰქონდათ დონეცკის აეროპორტის შტურმის გააფთრებული მცდელობა.  დონეცკის პეტროვსკის და კუიბიშევის რაიონებიდან არტილერიის მხარდაჭერით, და ასევე მაკეევკიდან, ბოევიკებმა დაიწყეს ახალი ტერმინალის და ყოფილი ფრენების მართვის ანძის შტურმი, მაგრამ მიიღეს ღირსეული პასუხი. განადგურებულ იქნა ბოევიკების საცეცხლე წერტილები მაღარო „პანფილოვსკაია“–ს და აბაკუმოვის რაიონებსა და №29 მაღაროს დასახლების სასაფლაოს მიდამოებში.

დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლის დროს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებმა მიიღეს მნიშვნელოვანი საინფორმაციო მხარდაჭერა პარტიზანული მოძრაობისგან, რომელმაც მოახდინა არტილერიის კორექტირება. ფაქტიურად „ბოევიკების“ არტილერიის პოზიციების კოორდინატების უმრავლესობა აღმოჩენილი იქნა ინსაიდერებისგან მიღებული ინფორმაციის დახმარებით. უნდა აღინიშნოს რომ InformNapalm–ის ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების ჯგუფის მოხალისეებმა შეასრულეს ასევე მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში. გარდა ამისა, პარტიზანების მიერ დონეცკის პეტროვსკის რაიონში დროებით მწყობრიდან გამოყვანილ იქნა ნაღმტყორცნი „ტულპანი“.

აღსანიშნავია რომ დონეცკის აეროპორტის შტურმის პარალელურად „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს კომსომოლსკის და სტილას მხრიდან სტაროგნატოვკის მიმართულებით. ამას გარდა, შემჩნეულ იქნა სატანკო ასეულამდე ქვედანაყოფის გადაადგილება დოკუჩაევსკის რაიონში. შესაძლოა, მიმდინარეობს „ბოევიკების“ საერთო განზრახვის მეორე ეტაპისთვის – სამხრეთის მიმართულებით დარტყმის იმიტირებისთვის მზადება. ასევე უნდა აღინიშნოს დასახლებულ პუნქტ გორლოვკაში „ბოევიკების“ არტილერიის გააქტიურება. აღნიშნულ პერიოდში ასევე მოხდა დასახლებულ პუნქტ ძერჟინსკის მიმართულებით ცეცხლის გახსნა. მაგრამ უკვე 15 იანვრის საღამოსკენ არტილერიის ცეცხლი გორლოვკიდან (ყოფილი ტრიკოტაჟის ფაბრიკის რაიონი) გადატანილ იქნა ენაკიევოსკენ და დონეცკის ჩრდილოეთ გარეუბნებისკენ. ანალოგიური სურათი დაფიქსირდა მაკეევკაში „ბოევიკების“ არტილერიასთან მიმართებაში.

როგორც ჩანს დონეცკის აეროპორტის საბოლოო აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „ბოევიკებმა“ გადაწყვიტეს „უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდის“ ინსცენირება და დაბომბეს მშვიდობიანი რაიონები. შეგახსენებთ, რომ შესაძლო დარტყმების ყველაზე საშიშ მიმართულებად რჩება არტემოვსკი (უფრო დაწვრილებით ამის შესახებ 14 იანვრის ცნობაში).

დონეცკის აეროპორტის მიდამოებში სიტუაციის შესახებ. პუტილოვსკის ტყიდან და მაღარო „პუტილოვსკაია“–ს ტერიკონიდან პერიოდულად მუშაობენ მოწინააღმდეგის „გრადები“ და ნაღმტყორცნები. თავად ტერიკონზე განლაგებული არიან დამკვირვებლები და მაკორექტირებლები. „ბოევიკების“ შემტევი ჯგუფები ახდენენ კონცენტრირებას ტერმინალის მოპირდაპირედ მდებარე მრავალიარუსიან პარკინგზე. „ოქტიაბრსკის“ საბადოს ტერიკონზე ასევე სხედან არტილერიის ცეცხლის მაკორექტირებლები. ტერიკონის გარდა სადამკვირვებლო პუნქტებად იყენებენ მაღაროების მილებს და სხვა მაღალ საწარმოო ნაგებობებს.

ამგვარად დაძაბულობა უკრაინელ ძალოვნებსა და პრორუსულ ტერორისტებს შორის გააფთრებულ დაპირისპირებაში უკრაინის აღმოსავლეთით მუდმივად იზრდება. აშკარაა არავითარ „ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. „ბოევიკები“ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის“ საფარქვეშ კვლავაც აგრძელებენ შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შემოყვანას დონბასში და ცინიკურად დაბომბვას არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მდგომარეობის არსი ნათლად არის გადმოცემული გერმანული გამოცემის Svz.de [1]–ს კარიკატურაში, რომელშიც ირონიულად რეზუმირებულია „მრგვალი მაგიდები, ჩვენ გვჭირდება მეტი მრგვალი მაგიდა!“…

ddddddddddddddddddddd [2]

ტექსტის თარგმანი Georgy Bozhadze [3]