- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

როგორ ხვდება ქართული სანომრე ნიშნით ,,ევროდაფები“ რფ-ს ოკუპირებულ დონბასში

საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm-ის ინსაიდერების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ხშირად შეინიშნება  უცხოური მანქანები ქართული სანომრე ნიშნებით, რაც წარმოადგენს ,,ევროდაფას ქართული ჩაწეერით“.

InformNapalm-ის ქართველმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს გამოერკვიათ, თუ როგორ ხვდება ავტომობილები ქართული სარეგისტრაციო ნომრით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე და ვინ დგას უცხოური მანქანების ტრანსპორტირების ბიზნესის უკან.

გამოძიების შედეგად კვლავ გაურკვეველია აღნიშნული ვაჭრობის კანონიერების საკითხი, შესაბამისად, საქართველო-უკრაინის უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების და არა რეკლამირების მიზნით, ქვეყნდება ღია წყაროების მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.

გუგლის საძიებო მოთხოვნაზე: ,,მანქანის მიწოდება-ტრანსპორტირება საქართველოდან დსრ-სა ან ლსრ-ში“  ფიქსირდება არაერთი რეზულტატი, რომელიც აღწერს შეკვეთისათვის საჭირო ყველა დეტალს, უცხოური მანქანის შეძენისა და მიწოდებისათვის აუცილებელ ცნობებს, თუმცა აქცენტირება იმ პირებზე უნდა მოხდეს, ვინც ღიად სთავაზობს მომხმარებელს მომსახურებას და არც პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდება.

[1]ჩვენ მიერ სოციალურ ქსელებში მოძიებულია რამდენიმე ჯგუფი, მაგალითად ,,ავტომანქანის მიწოდება პოლონეთიდან, ლიტვიდან, საქართველოდან დსრ-სა და ლსრ-ში [2]“.  ჯგუფის ადმინისტრატორად და მთავარ კონსულტანტად ითვლება დონეცკელი დანილ პავლიკოვი [2]. ის დეტალურად აღწერს შავი ტრანზიტისათვის საჭირო ინფორმაციას და სთავაზობს საშუამავლო მომსახურებას (არქივი [3]).

[4]

[5]

[6]კიდევ ერთი ჯგუფი ,,ავტომობილი საქართველოდან დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისათვის [7]“. ჯგუფის ადმინისტრატორად და კონსულტანტად ითვლება ლუგანსკელი ოლეგ სუვრი [8], რომელიც დაინტერესებული პირებისათვის შუამავლობს.

 

 

 

[9]

ამასთანავე, არსებობს არაერთი ვებგვერდი, ბლოგი და ცალკეული თემა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს სთავაზობენ ავტომობილის შეძენასა თუ ტრანსპორტირებას ლიტვიდან, საქართველოდან და რუსეთიდან: ,,ავტომობილის მიწოდება საქართველოდან“ [10],  ,,დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ავტობაზარი (დსრ და ლსრ)“ [11], ,,განცხადებები დსრ და ლსრ“ [12], ,,დსრ ლაივი საქმიანი პორტალი“ [13] და ა.შ.

ავტომობილების საბაზრო ღირებულება საქართველოში, იმ ავტომანქანებთან შედარებით, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებში იყიდება 30%-ით დაბალია. გადამზიდავები ჩამოდიან საქართველოში რუსთავის ავტობაზრობაზე, სადაც განსაკუთრებული სირთულეების გარეშე აფორმებენ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობას.

ყველაზე ხშირად ,,განბაჟების“ თავიდან ასარიდებლად გამოიყენება ლუგანსკსა და დონეცკში დროებითი იმპორტის სქემა, რისთვისაც ხდება მანქანის განბაჟება და რეგისტრაცია ქართული კანონმდებლობის თანახმად, გენერალური ნოტარიული [14] მინდობილობის [15] საფუძველზე. ავტომობილის ღირებულებისა და გაფორმების მომსახურების ხარჯების გარდა, ერთი ავტომობილის ტრანსპორტირება დამკვეთს 400-დან 900 დოლარამდე უჯდება. აღნიშნული ტრაფიკის მარშრუტი: რუსთავის ავტობაზარი – ზემო ლარსი (საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი) – ვლადიკავკაზი – როსტოვის ოლქი და შემდგომ ოკუპირებული დონბასის მიმართულება.

[16]  [17]

ჩვენ ასევე ვეცადეთ მოგვეძიებინა ხსენებული ბიზნესის კვალი საქართველოში და ერთ-ერთ ქართულ, პოპულარულ ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდი MyAuto.Ge [18] აღმოჩენილია საშუამავლო ფირმა ,,VS Auto [19]“-ს შემდეგი განცხადება [20]: ,,კლიენტებისათვის დონეცკიდან და ლუგანსკიდან მოქმედებს მიწოდების სპეციალური პირობები“. 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით ზემოხსენებულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ,,VS Auto [19]“-ს 11890 განცხადება (გვერდები  №1 [21]-დან  №475 [22]-მდე. ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება სწორედ ამიტომ განცხადებების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს.). ყოველ განცხადებაში არსებობს ჩანაწერი დონეცკსა და ლუგანსკში მიწოდების სპეციალური პირობების შესახებ. იქვე მოცემულია შუამავლი ფირმის მონაცემები: ქ. თბილისი ყიფშიძის ქ. #10; ტელეფონი – 577070735/  593198585; Skype – VSAutoBeqa.

[23]

სოცქსელ Facebook-ში არსებობს ,,VS Auto [19]“-ს ნაკლებად აქტიური გვერდი [24], სადაც დაფიქსირდა შემდეგი ინფორმაცია:

[27]

ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მოძიებულიყო იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც ეწევა ავტომობილების ტრანსპორტირებას საქართველოდან რფ-ს მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში. ღია წყაროების და მეწარმეთა რეესტრის ყველასათვის ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, მოპოვებულია  ჩანაწერები (1 [29]2 [30]3 [31]) 2015 წლის თებერვალში შპს ,,VS Auto [19]“-ს რეგისტრაციის თაობაზე, რომლის დირექტორი და მფლობელი არის ვლადიმირ გელაშვილი.

[32]ამგვარად მოხერხდა ოკუპირებულ დონბასში ავტომობილების მიმწოდებლის იდენტიფიცირება. მისი მონაცემები ფიქსირდება საქართველოს ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც: ვლადიმირ გელაშვილი, დაბადებული – 29/03/1987 წ.. სოცქსელებში: ვოვა გელაშვილი [33]. ცნობილია და საჯაროა მისი რეგისტრაციის მისამართიც.

სხვა ქართველი  შუამავლების შესახებ, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ავტომანქანების შეძენა-ტრანსპორტირებას სთავაზობენ ლუგანსკსა და დონეცკში  მონაცემების მოძიება ვერ მოხერხდა. აღნიშნული სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ,,ქართულნომრიანი ევროდაფების“ სხვა ფირმები ან კერძო გადამზიდავები არ არსებობენ, არამედ აშკარად მიუთითებს მათ მიერ საკუთარი საქმიანობის დაფარვაზე. ანალოგიურად ხდება ავტომანქანების გადაზიდვა ლიტვიდან, რომელიც საქართველოს შემდეგ მეორე ყველაზე მოთხოვნად ავტობაზრად ითვლება, ოკუპირებული დონბასის მაცხოვრებლებისათვის.

ქართველმა და უკრაინელმა სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ ,,ევროდაფების“ კონტრაბანდის მექანიზმი დონბასის რეგიონში და მიიღონ შესაბამისი ზომები, რაც გამორიცხავდა ავტომანქანების მიწოდებას რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


Постскриптум: 

“ცილისწამება” / “Клевета”
Конечно очень радует оперативное реагирование на нашу работу. Не прошло и нескольких часов с момента распространения нашего  скромного, расследования, как авто импорт-экспортер «VS Auto» удалил из нескольких тысяч своих объявлений все упоминания о “специальных условиях доставки в Донецк и Луганск”. Также с страницы Фейсбук этой, нечистой на руку, компании удалены посты отражающие ее торговлю с “ДНР / ЛНР”. Более того, господин Гелашвили самолично пытался выйти на связь, довольно любезно, но вместо покаяния и признания очевидного факта, начал грозиться нашей ответственностью за клевету. Но факт остается фактом, как известно “рукописи не горят”. Любой толковый эксперт подтвердит правдивость и подлинность нашей информацию, тем более что она подкреплена соответствующими скриншотами и другим архивным материалом. Господин Гелашвили все же настаивает на своем, мол все это клевета, но данные общественного реестра [31] Грузии и пробитая фотография из списков избирателей, подтверждает нашу правоту (в списках найден по его ID, в реестре прописан как учредитель и владелец ВС Авто под этим же номером)

[34]

Кроме этого, после публикации, благодаря бдительным читателям, открылись новые подробности этого черного трафика. В частности, есть информация о причастности к “экспорту” автомашин из Грузии в “ДНР / ЛНР”, другой украино-грузинской компании “Автопапа”, которой по предварительным данным руководит гражданин Украины некий Евгений Устинов, некоторые подробности по ссылке  [35]

 



პუბლიკაცია მომზადებულია სპეციალურად InformNapalm [36]–ისთვის 

(Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0 [37])
InformNapalm  Facebook [38] /  Twitter [39]Telegram [40]