InformNapalm.org (ქართული)

რუსმა ინტერვენტებმა კატაპულტირებული პილოტი ჰაერში დახვრიტეს – საქართველო 2008 წელი

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული  სუ-24-ის განადგურებამ და სირიელი ამბოხებულების მიერ რუსი პილოტის ჰაერში დახვრეტამ თავად რუსეთში ბევრი შეურაცხყოფილი დატოვა… მათ მაშინვე გაახსენდათ კონვენცია და აღშფოთდნენ – თურმე როგორ შეიძლება დახვრიტო პილოტი მას შემდეგ, რაც ჩამოგდებული თვითმფრინავი დატოვაო. გავიხსენოთ ისტორია და დავუბრუნდეთ 2008 წელს –  რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველ დღეებს საქართველოს წინააღმდეგ, როცა რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეები  კატაპულტირებულ პილოტებს ჰაერშივე დაუფიქრებლად ხვრეტდნენ.    

თურქეთ-სირიის საზღვარზე ბომბდამშენი სუ-24-ის პილოტის დახვრეტამ შეგვახსენა  ფაქტი, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსი ინტერვენტები საქართველოში შემოიჭრნენ  და მათ თავზე მფრინავი მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს, რადგან ქართულ სამხედრო თვითმფრინავად მიიჩნიეს. პილოტმა, პოდპოლკოვნიკმა ოლეგ ტერებუნსკიმ კატაპულტირება მოახდინა.

როგორც პირველი ვიდეოკადრებიდან  ჩანს,  რუსმა სამხედროებმა  პარაშუტით დაშვებულ პილოტს ხმელეთიდან მასიური ცეცხლი გაუხსნეს, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ქართველი მფრინავი იყო. თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის ტელევიზიამ  აჩვენა თვითმფრინავის ჩამოგდების კადრები და რამდენიმე ვერსია გადაათამაშა – ხან ეს იყო ქართული სამხედრო თვითმფრინავი, ხანაც რუსული, რომელიც ქართველებმა გაანადგურეს. რუსმა ჟურნალისტებმა მხოლოდ 2011 წელს აღიარეს, რომ რუსებმა საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჰაერში პილოტის დახვრეტაზე კი, რასაკვირველია, რუსულ ტელეარხებს არაფერი უთქვამთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ვიდეოჩანაწერი – ეს არის ამონარიდი გადაცემიდან „ბასტიონი“, სადაც შევიდა კადრები პირველი ვიდეოჩანაწერიდან და ასევე სიუჟეტი, სადაც იხსენებენ ჩამოგდებულ პილოტს ტერებუნსკის. ნაჩვენებია ასევე მეორე რუსული მოიერიშის ჩამოგდების კადრებიც. ამ სიუჟეტშიც სრული ქაოსია – ჩამოგდებულია თვითმფრინავი, რუსები მას ქართულ ბომბდამშენად მიიჩნევენ და ამაყობენ რუსული არმიის საჰაერო თავდაცვის გმირობით. როცა ირკვევა, რომ ეს არის რუსული მოიერიშე, იხსნიან პასუხისმგებლობას და დანაშაულს ქართველ მეზენიტეებს აკისრებენ. გაგაცნობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ვიდეორგოლიდან:

ეს ყველაფერი  ძალიან ჰგავს დონბასში ჩამოგდებული „ბოინგის“ ისტორიას. პირველივე საათებში სტრელკოვი და სხვები ფიქრობდნენ, რომ მათ გაანადგურეს უკრაინის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, ბაქიობდნენ ამით და სიხარულით ავრცელებდნენ ინფორმაციას, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ჩამოგდებულია უცხოური სამოქალაქო თვითმფრინავი, მაშინვე აყვირდნენ, რომ ეს უკრაინელების „ვაჟკაცობის“ შედეგია. 


 

ჩანაწერი ქართულ ენაზე ნათარგმნია InformNapalm–ის  და რადიო  “აფხაზეთის ხმის” მეგობრების, ქართველი ვოლონტიორების მიერ  

Exit mobile version