- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

რუსული ბომბები სირიაში ამბოხებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე ცვივა – ფოტოანალიზი

რუსული, ხელისუფლებისგან მართული მედიასაშუალებები ისევ აგრძელებენ მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სირიაში რუსეთის საბრძოლო ავიაციის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ, რათა მიაღწიონ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას ან შესუსტებას, ასევე, დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთის მონაწილეობით ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას.

ამის შესახებ წერს საერთაშორისო ვოლონტერთა საზოგადოება InformNapalm  საკუთარ ვებგვერდზე იმის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს, რომ რუსეთის ავიაციის დარტყმები და ფრთოსანი რაკეტების ჩამოვარდნის ადგილი, არცთუ იშვიათად, იქ არ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებია განთავსებული. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რომ ძნელი გასარკვევია, ეს ხდება სიზუსტის მექანიზმის არქონის, შეგნებულად მიზნის შეცვლისა თუ კიდევ სხვა მიზეზებით.

მაგალითად, 17 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ სირიაში დარტყმები ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 34 საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მაგრამ სად ჩამოცვივდა ისინი?  ერთერთი ასეთი რაკეტა X-55, რომელიც „ტუ-160“ ან „ტუ-95 მს“ თვითმფრინავიდან გაუშვეს, სირიის ქალაქ მაარატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პროვინცია ინდლიბში ჩამოვარდა. ჩამოვარდნის ადგილის ფოტოზე შესაძლებელია ამ რაკეტის ნარჩენებისა და რუსული წარწერების ნახვა.

LiveLeak-dot-com-71d_1447755369-CUAPbmpWcAAJUq5_1447755589.jpg.resized [1]

LiveLeak-dot-com-71d_1447755369-CUAPbZ7WcAASOZh_1447755572 [2]

LiveLeak-dot-com-71d_1447755369-CUAQAq1WoAAgjAT_1447755533 [3]

ეს ფოტოები რუსეთის არმიის გენშტაბმაც გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ჩანს, იქ არ იციან, რომ მაარეტ ალ-ნუმანის დასახლება სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. საბრძოლო მოქმედებათა რუკაზე, სადაც მწვანედ მონიშნული ადგილები ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა მიერ კონტროლდება, კარგად ჩანს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფრონტის ხაზამდე, მინიმუმ, 50-60 კმ-ია და ქალაქი ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ცენტრში მდებარეობს.

Selection_055 [4]

ანუ, გამოდის, რომ რუსული ავიაციის დარტყმების სიზუსტეში ცდომილება, საშუალოდ, 50 კმ-ია, ასეთი დარტყმები კი არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალპროფესიულად. სხვათა შორის, ეს მაარეტ ალ-ნუმანზე რუსული სამხედრო ავიაციის შეტევის მეორე შემთხვევაა. პირველი დარტყმა ქალაქზე 30 ოქტომბერს მოხდა და მაშინ 7 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა.

 


ინფორმაცია მომზადებულია სპეციალურად InformNapalm [5] საიტისთვის, მასალის გამოყენებისას ავტორისა და ჩვენი საიტის მითითება აუცილებელია.

ჩანაწერი ქართულ ენაზე ნათარგმნია რადიო “აფხაზეთის ხმა”  fmabkhazia.com [6] მეგობრული საიტის საინფორმაციო სამსახურის მიერ