- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

რუსეთის ფედერაცია ზრდის სამხედრო ძალებს საქართველოში. С-300–ების ახალი კომპლექტი ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსეთი აძლიერებს სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე – მოპოვებული იქნა მტკიცებულებები С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი საშუალებების აფხაზეთში გადასხმის შესახებ.

ევროკავშირის მიერ საქართველოში უვიზო რეჟიმის გაცხადების ფონზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახეზეა რუსეთის ოკუპირებული ძალების აქტივობები და აგრესიული ქმედებები ცხინვალის რეგიონსა და აფზაზეთში. რუსეთის სამხედრო და უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები ღია პროვოკაციაზე მიდიან -ახორციელებენ ახალი სამხედრო ობიექტების აღჭურვას, უზრუნველყოფენ ხელოვნურად შექმნილი საზღვრების შეიარაღებას, არღვევენ მშვიდობიანი მოქალაქეების საკუთრების უფლებებს, იტაცებენ ქართველ ძალოვნებს.

HUMINT/OSINT სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად,  საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების „InformNapalm“ მოხალისეებმა შეძლეს,  დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი.

HUMINT

საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების მოხალისეების მიერ პირველადი ინფორმაცია მოპოვებული იქნა პირდაპირ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის ოკუპაციას და რუსეთთან ე.წ. ინტერგაციას (უფრო ზუსტად კი ასიმილაციას). სანდო წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი შევიდა  – დაახლოებით სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული  დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები.

OSINT

დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით,  სამხედრო დანიშნულების ტვირთების ოკუპირებულ აფხაზეთში შეყვანის ფაქტის შესახებ, InformNapalm-ის    მოხალისეებმა განახორციელეს რიგი ქმედებები, მათ შორის შეისწავლეს სოციალური ქსელები და სხვა საინფორმაციო  წყაროები.

ვიდეო-რგოლზე  იყო „ჰეშტეგი“ #военнаятехника#жд#    მატარებელი და გეოლოკაციის ნიშანი   «Лукойл» , რომელიც  გადის 44°54′38″N, 38°52′58″E [1]   კოორდინატებზე – ეშელონი გადაადგილდება ნოვოროსიისკი-კრასნოდარის სარკინიგზო ხაზის პარალელურად ტრასის მონაკვეთზე, ადიღესა  და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

[2]

[3]

შენიშვნა: მიმდინარე წლის 15 მარტის მდგომარეობით, ვიდეო-რგოლი წაშლილია ვებ-გვერდიდან, რაც გასაკვირი არ არის კეთილისმსურველების კომენტარებიდან და რუსი გოგონას ისტორიიდან გამომდინარე, რომელმაც შეტყობინება გააგზავნა საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების აფხაზეთში გადასხმის შესახებ 2008 წელს, რაც რუსულმა მართლმსაჯულებამ შპიონაჟად შეაფასა.

 

[4]

შენიშვნა: რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელი დაფარულია შეგნებულად რამდენიმე მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, წყაროს პროფილი ადრე თუ გვიან აღმოჩენილი იქნება, იმ მიზეზით, რომ არ მოხდეს რუსეთის საოკუპაციო ბაზისა და კონტრდაზვერვის ოფიცრების სარდლობის მოდუნება.     

ამასთან, დადასტურდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეყვანილი და ქ. გუდაუთის სადგურში გადმოტვირთული რკინიგზის შემადგენლობა საზენიტო-სარაკეტო С-300 საშუალებებთან ერთად არის სწორედ ის სარკინიგზო ეშელონი, რომელიც ადიღესა  და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობდა და რომელიც ზემოთ აღნიშნულ ვიდეო-რგოლშია აღბეჭდილი. ამას მოწმობს როგორც თვითონ შემადგენლობისა და გადმოტვირთული ტექნიკის იდენტურობა, ასევე ერთ-ერთი სარკინიგზო პლატფორმის ნომერი — 44357945.

[5] [6]

ეშელონის მოძრაობის მარშრუტის რუკა _ კრასნოდარის მხარე-ადიღე-კრასნოდარის მხარე და შესვლა ოკუპირებულ აფხაზეთში.

[7]

ღიად რჩება საკითხი, თუ საიდან დაიძრა ეშელონი, რის შესახებაც რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

აშკარაა რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. არ განიხილება ძველი სამხედრო საშუალებების, რომელიც საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ განთავსდა, უფრო ახალი სამხედრო  საშუალებებით ჩანაცვლების თაობაზე.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა გაეზარდა C-300 სამ დივიზიონამდე და გაეძლიერებინა საოკუპაციო სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც გააძლიერებს საქართველოს საჰაერო სივრცისა და შავი ზღვის აკვატორიის კონტროლს . აღსანიშნავია, რომ ახალი მესამე დივიზიონი C-300 განთავსდება ოჩამჩირისა (,,ნაგვალოუს“ პოლიგონის რაიონში) ან გალის რაიონში, სადაც 2016 წლის ბოლოდან რუსი ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. კრემლის მსგავსი აქტივობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნატო–ს ძალების გააქტიურებას შავ ზღვაზე, მათ შორის  პორტის შესაძლო გამოყენებას.

[8]

[9] [10]

შენიშვნა: რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტსაც. ჩვეულებრივი საარმიიო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გარდა, აფხაზეთში ასევე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის შემადგენლობაში არის 16 ერთეული გამშვები პუნქტი. დივიზიონები განთავსებულია გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკის რაიონში და გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა რფ-ის სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთია, საიდანაც ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ,,გმირობის“ შესახებ, რის შესახებაც პერმანენტულად ქვეყნდება ინფორმაციები  InformNapalm-ზე.

–––––––––––––

პუბლიკაცია მომზადებულია InformNapalm [11]ის  საკუთარი OSINT/HUMINT-–გამოძიების საფუძველზე  

Original article [12] by Irakli Komakhidze [13]

(CC BY)  InformNapalm.org [11]

 

Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0 [14]