„კამაზ“ 43269 „ვისტრელ“–ის (იგივე „დოზორი“) ტიპის რუსული ჯავშანმანქანების დამატებითი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომლებიც დაფიქსირებულ იქნა ლუგანსკში.
2014 წლის დეკემბრის ბოლოს სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის “bmpd” ბლოგში გამოჩნდა „ვისტრელ“–ის ტიპის რუსული ჯავშანმანქანების ფოტოები, რომლებიც შემდგომ გავრცელებულ იქნა რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ. ამ მანქანების იდენტიფიკაციის პატარა ანალიზი ჩვენც ჩავატარეთ.
მაგრამ „InformNapalm“–ის გუნდის მიერ მოძიებულმა ახალმა მასალებმა (დახმარება იდენტიფიკაციის საქმეში გაგვიწია @Max_Bondar–მა), მოგვცა საშუალება მეტი დამაჯერებლობით დაგვედასტურებინა ადრე გამოთქმული ვარაუდები.
ამგვარად არის დამახასიათებელი კომუფლიაჟით შეფერილი „ვისტრელ“–ის რამდენიმე ახალი ფოტო ლუგანსკიდან, მათ შორის საბორტო ნომრით „300“. როგორც ადრე ავღნიშნავდით, 2009 წლიდან ამ ტიპის მანქანები ფიქსირდებოდა საქართველოში, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (იგივე ცხინვალის რეგიონი). კერძოდ ცხინვალში რუსეთის მე–4 საოკუპაციო ბაზის სამხედრო ნაწილი 66431–ში დაფიქსირდა 4 ერთეული იდენტური კამუფლიაჟით, საბორტო ნომრებით „300“, „301“, „302“ და „303“, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ სადაზვერვო ქვედანაყოფს, რომელსაც შეიარაღებაზე აქვს სადაზვერვო კომპლექსები – „დოზორის“ უპილოტო საფრენი აპარატები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცხინვალის „ვისტრელ“–ების ფოტოები გადაღებულია 2009–2012 წ.წ., შემდგომში ეს მანქანები მე–4 სამხედრო ბაზაზე აღარ გამოჩენილან.
დასკვნა:
- სავარაუდოდ რუსეთის მოტომსროლელთა შენაერთებში ეგრეთწოდებული უპილოტო სადაზვერვო აპარატების ასეულების ფორმირების შემდეგ, რუსებმა დაიწყეს თანამედროვე საშტატო საშუალებების შეიარაღებაზე მიღება, ხოლო ექსპერიმენტული და არაეფექტური „ვისტრელ“–„დოზორ“–ები მოხსნილ იქნა შეიარაღებიდან და გადაცემულ იყო შესანახ ბაზებზე რუსეთის ფედერაციაში, საიდანაც შემდგომში გადაცემულ იქნა “ЛНР/ДНР”–სთვის.
- არის ასევე სხვა ვარაუდიც. არსებული ინფორმაციით ყირიმის ოკუპაციის დაწყებისა და შემდგომში უკრაინის საზღვარზე შესაჭრელად გამზადებული რუსული ძალების კონცენტრაციისას, რუსული დაჯგუფების შემადგენლობაში დაფიქსირდა სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობით და სნაიპერების ასეულით დაკომპლექტებული ქვედანაყოფი მე–4 სამხედრო ბაზიდან
გავრცელებული ინფორმაციით, დონბასში შეტევით ოპერაციებს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58–ე არმიის შტაბის უფროსი კუზოვლევი ხეკმძღვანელობს, ასე რომ არ არის გამორიცხული დონბასში მე–4 სამხედრო ბაზის მზვერავების ყოფნაც. თუმცა პირველი ვერსია მეტად დამაჯერებელია.
ფოტოდანართი:
სლაიდი 1 – ჯავშანმანქანა „ვისტრელი“ ლუგანსკში, 2014 წლის დეკემბერი, საბორტო ნომრით „300“;
სლაიდი 2–4 – ჯავშანმანქანა „ვისტრელი“ ცხინვალში, 2009–2012 წ.წ., მათ შორის საბორტო ნომრით „300“.
ავტორი: ირაკლი კომახიძე
ინფორმაცია მომზადებულია სპეციალურად საიტისთვის InformNapalm, მასალის გამოყენებისას ავტორისა და ჩვენი საიტის მითითება აუცილებელია.