ბოლო კვირის განმავლობაში InformNapalm–ის გუნდს მოსდიოდა ტერორისტთა ბაზების, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის სადგომებისა და „ბოევიკების“ საცეცხლე წერტილების ბევრი სხვადასხვა კოორდინატი. კოორდინატების უმრავლესობა გადამოწმდა, გადამუშავდა და გადაეცა პირდაპირ არტილერიას, ბევრი მათგანი წარმატებით იქნა დამუშავებული. მაგრამ არის წერტილები, რომელთა არტილერიით დამუშავება და განადგურება შეუძლებელია, რადგან ისინი განლაგებულია სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების უშუალო სიახლოვეს. ტერორისტები სულ უფრო ხშირად იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან და აცხადებენ, რომ ისინი არიან „რუსული სამყაროს და ნოვოროსიის დამცველები“. პრორუსულ ლოზუნგებს ამოფარებულნი, ესვრიან და ხოცავენ დონბასის მკვიდრ მოსახლეობას.
ასეთ სიტუაციაში საჭიროა ტერორის და ძალადობის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის სხვა მეთოდები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მუშაობაში ეუთო–ს იმ დამკვირვებლებს, რომელთა მიზანია, გააკეთონ ტერორისტების ქმედებების ობიეტური შეფასება და რომლებიც არ წარმოადგენენ რუსეთის აგენტებს, რომელთა საქმიანობაც არაერთხელ ახსენა ბევრმა ავტორიტეტულმა წყარომ და ექსპერტმა.
ამ პუბლიკაციაში ჩვენ მოგვყავს კოორდინატები, საიდანაც უახლოეს წარსულში მოქმედებდნენ, ან კვლავ შეიძლება განაახლონ მუშაობა ტერორისტების ქვემეხებმა (ნაღმტყორცნები, „გრადები“, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები), რომლებიც იმალებიან მშვიდობიან ობიექტებს შორის ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში.
ეუთო–ს ეწვიონ ასეთ კოორდინატებს დონეცკის შემოგარენში.
- კალინინის საავადმყოფო 48°00′17.6″N 37°49′20.3″E (48.0049014, 37.8223014)
- სპორტულ კომპლექს „დრუჟბას“ სიახლოვეს სახლებს მიღმა ილიჩის გამზირზე მდებარე უკრაინული სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი „პლასტმასი“ 48°00′03.9″N 37°50′49.6″E (48.0010932, 37.8471011)
- ყოფილი მაღარო №7–8 (დონეცკი)47°59′49″N 37°51′12.4″E (47.9969364, 37.8534365).
- №17 საავადმყოფოს მიმდებარე პარკი–დასახლება 48°00′22.3″N 37°45′37.7″E (48.0062042, 37.7604711)
- ნაღმტყორცნის საცეცხლე წერტილი საცხოვრებელ სახლებს შორის 47°58’32.25″N 37°46’13.17″E (არავიისკის გამზ. 11A) და 47°58’26.10″N 37°45’58,65″E (კაზანოვას ქუჩა 99)
- დონის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ „აშან“–ის უკან ტერორისტებმა განათავსეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ 47°59′49″N 37°54′51.8″E (47.9969436, 37.9143763)
- აზოტნის ავტოდრომი, სკოლა №52. პერიოდულად მოდიან და მუშაობენ ტერორისტების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები 47°59′24.3″N 37°42′22.6″E (47.990087, 37.70628)
- ხშირად „ბოევიკების“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მუშაობენ კიევის გამზირზე, გზაჯვარედინზე 48°02’32.4″N 37°46’44.8″E (48.042324, 37.779117)
- „გრადი“ და ქვემეხი ხშირად ისვრიან შემდეგი კოორდინატებიდან (48.004089, 37.769568)
- „ბოევიკების“ საცეცხლე წერტილი რკინიგზის სადგურთან საცხოვრებელი სახლებიდან 60 მეტრში. აქედან ხშირად ბომბავენ აეროპორტს. 48°02′39.9″N 37°44′52.5″E (48.044089, 37.747787)
- რკინიგზის სადგურის მიმდებარე საცეცხლე წერტილი 48°2’41″N 37°44’57″E საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს.
- წერტილი 47°58’48″N 37°39’54″E საცხოვრებელ სახლებამდე 58 მეტრი
- წერტილი 47°59’17.1″N 37°41’59.4″E (47.988069,37.699839) საცხოვრებელ სახლებამდე 154 მეტრი.
- წერტილი 48°02′10.7″N 37°45′01.9″E
- 48°03’14.5″N 37°45’29.9″E (48.054020, 37.758315) ტერორისტების პოზიცია რკინიგზის სადგურის უკან
- წერტილი საიდანაც ესვრიან აეროპორტს 48°02’00.0″N 37°44’30.0″E (48.033333, 37.741667)
- ტერორისტების საცეცხლე წერტილი, გარშემო კი კერძო სექტორი და მშვიდობიან მოსახლეთა სახლები. ტერორისტების მიერ დონეცკის აეროპორტის დაბომბვის ამსახველი ერთ–ერთი ახალი ვიდეო. 48°02′01.1″N 37°45′25″E (48.0336282, 37.7569413)
გორლოვკა:
- ფადეევის ქუჩაზე პროფკავშირის შენობის ПЧ-16 (ყოფილი საბავშვო ბაღი) ახლოს დგას ტენტგადაფარებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „აკაცია“ (48.35916,38.02866) 48°21’33.0″N 38°01’43.2″E (48.359160, 38.028660) გვერდით მდებარეობს საცხოვრებელი სახლი.
მაკეევკა:
- 48°03’35.2″N 37°50’34.9″E (059790, 37.843029)
- 48°2’25″N 37°51’47″E
ლუგანსკი:
- კერძო სექტორიდან პარტიზანების ქუჩაზე/პირველ მოტორნიზე 48°35′45.3″N 39°19′32.4″E (48.595905, 39.325665) 4 „გრადი“ მუშაობს დასახლებულ პუნქტ სჩასტიეზე.
ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ კოორდინატებისა, საიდანაც ტერორისტები პერიოდულად ხსნიან ცეცხლს არა მხოლოდ უკრაინელი ძალოვნების მიმართულებით, არამედ ახორციელებენ მშვიდობიანი რაიონების პროვოკაციულ დაბომბვებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო–ს დამკვირვებლებს გაამახვილონ ყურადღება ამ ობიექტებზე და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ტერორიზმი – ეს არის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე და არ შეიძლება თვალის დახუჭვა მის ნებისმიერ გამოვლინებაზე, იქნება ეს ცალკეული ტერორისტული დაჯგუფება თუ მთლიანად სახელმწიფო რუსეთის ფედერაციის სახით, რომელიც გვევლინება საერთაშორისო ტერორისტის როლში.