- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

ტერორისტები მუდმივად ხსნიან ცეცხლს მშვიდობიანი რაიონებიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. კოორდინატები ეუთო–სთვის

ბოლო კვირის განმავლობაში InformNapalm–ის გუნდს მოსდიოდა ტერორისტთა ბაზების, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის სადგომებისა და „ბოევიკების“ საცეცხლე წერტილების ბევრი სხვადასხვა კოორდინატი. კოორდინატების უმრავლესობა გადამოწმდა, გადამუშავდა და გადაეცა პირდაპირ არტილერიას, ბევრი მათგანი წარმატებით იქნა დამუშავებული. მაგრამ არის წერტილები, რომელთა არტილერიით დამუშავება და განადგურება შეუძლებელია, რადგან ისინი განლაგებულია სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების უშუალო სიახლოვეს. ტერორისტები სულ უფრო ხშირად იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან და აცხადებენ, რომ ისინი არიან „რუსული სამყაროს და ნოვოროსიის დამცველები“. პრორუსულ ლოზუნგებს ამოფარებულნი, ესვრიან და ხოცავენ დონბასის მკვიდრ მოსახლეობას.

ასეთ სიტუაციაში საჭიროა ტერორის და ძალადობის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის სხვა მეთოდები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მუშაობაში ეუთო–ს იმ დამკვირვებლებს, რომელთა მიზანია, გააკეთონ ტერორისტების ქმედებების ობიეტური შეფასება და რომლებიც არ წარმოადგენენ რუსეთის აგენტებს, რომელთა საქმიანობაც არაერთხელ ახსენა ბევრმა ავტორიტეტულმა წყარომ და ექსპერტმა.

ამ პუბლიკაციაში ჩვენ მოგვყავს კოორდინატები, საიდანაც უახლოეს წარსულში მოქმედებდნენ, ან კვლავ შეიძლება განაახლონ მუშაობა ტერორისტების ქვემეხებმა (ნაღმტყორცნები, „გრადები“, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები), რომლებიც იმალებიან მშვიდობიან ობიექტებს შორის ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში.

ეუთო–ს ეწვიონ ასეთ კოორდინატებს დონეცკის შემოგარენში.

გორლოვკა:

მაკეევკა:

ლუგანსკი:

ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ კოორდინატებისა, საიდანაც ტერორისტები პერიოდულად ხსნიან ცეცხლს არა მხოლოდ უკრაინელი ძალოვნების მიმართულებით, არამედ ახორციელებენ მშვიდობიანი რაიონების პროვოკაციულ დაბომბვებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო–ს დამკვირვებლებს გაამახვილონ ყურადღება ამ ობიექტებზე და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ტერორიზმი – ეს არის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე და არ შეიძლება თვალის დახუჭვა მის ნებისმიერ გამოვლინებაზე, იქნება ეს ცალკეული ტერორისტული დაჯგუფება თუ მთლიანად სახელმწიფო რუსეთის ფედერაციის სახით, რომელიც გვევლინება საერთაშორისო ტერორისტის როლში.