საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში ჰიბრიდული ტერორიზმის ძირითადი შემოქმედია. ეს ქვეყანა თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელდასმით, გარეულია უთვალავ სამხედრო დანაშაულში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში – საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში – სირიაში. წლების შემდეგაც კი სოციალურ ქსელებში მოიძიება ინფორმაცია, ომში რფ-ს შეიარაღებული ძალების მთელი ქვედანაყოფების მონაწილეობის ფაქტების შესახებ. საერთაშორისო ვოლონტიორული ჯგუფი – InformNapalm წარმოადენს ახალ OSINT-გამოძიებას, რომლის ფიგურანტები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს აგრესიაში მონაწილე რუსი სამხედროები არიან. პუბლიკაციაში დასახელებულია რუსეთის 58-ე არმიის ძველი ფორმირების (2009 წლამდე) 42-ე მოტომსროლელი დივიზიის 22 სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად, ამ სამხედრო შენაერთის კავშირგაბმულობის 478-ე ცალკეული ბატალიონის ოფიცრები და ზემსახურები. ამასთანავე, პუბლიკაცია შეიცავს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის უნიკალურ ფოტომასალას.
ბედის ირონიაა, რომ ახალი გამოძიება „ინიცირებული“ იყო ხსენებული კავშირგაბმულობის ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიერ, რომელიც 2008 წლის აგვისტოში დასახელებულ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. რუსი ოფიცრის მეტიჩრობითა და დაუდევრობით, ხელთ ჩაგვივარდა მნიშვნელოვანი ფოტომასალა და კომენტარები, რომელთა შესწავლა-ანალიზის შედეგად, მოხერხდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათი იდენტიფიკაცია. მათ შორის დაფიქსირდა 5 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 2014 წლის გაზაფხულს მონაწილეობდნენ ყირიმში შეჭრის ოპერაციაში (ამის შესახებ მტკიცებულებები წარდგენილი იქნება მომდევნო პუბლიკაციებში).
1. ალექსეი გენადის ძე უსატოვი
დაბ. თარიღი: 31/10/1976 წ., წარმოშობით: ქ. კალუგა რუსეთი. განთლება: ქ. ულიანოვსკის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი 1993-1998 წწ.. ოჯახის წევრები: მამა – გენადი უსატოვი, წარსულში სსრკ-ს არმიის ოფიცერი; დედა – ეკატერინა უსატოვა-სუშიი, წარმოშობით უკრაინიდან; ცოლი – ოლგა (ლელკა) უსატოვა. ჰყავს ქალიშვილი და ვაჟიშვილი.
სოცქსელების გვერდები: «ОК» (გვერდის არქივი https://archive.is/J2k9z, ალბომების არქივი https://archive.is/cQcK8, https://archive.is/U6Xzl, http://archive.li/Z96Xp) – აქტიური, შეზღუდული წვდომის. თუმცა მისი დაუდევრობით არ აქვს დაბლოკილი ალბომებზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის პერიოდის ფოტომასალაზე წვდომა; «ВК» (https://archive.is/zHoJB) – აქტიური; სხვა არააქტიური გვერდები: https://archive.is/p5h8L, https://archive.is/DcGpN.
ნამსახურეობის შესახებ ინფორმაცია:
– 1999-2004 წწ. მსახურობდა კავშირგაბმულობის ტექნიკის და შეიარაღების შენახვის 527-ე ბაზაზე ასმეთაურის თანამდებობაზე (ს/ნ 82253, დას. სერედა ქ. კალუგა, რუსეთი);
– 2004-2006 წწ. მსახურობდა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების 62-ე სამხედრო ბაზაზე კავშირგაბმულობის ოფიცრად (ქ. ახალქალაქი / ქ. ახალციხე, საქართველო);
– 2006-2009 წწ. მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი დივიზიის კავშირგაბმულობის 478-ე ცალკეული ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე (ს/ნ 55095, დას. კალინოვსკაია ჩეჩნეთია, რუსეთი).
კომენტარების თანახმად, რამდენიმე წლის წინ დათხოვნილია რფ-ს შეირაღებული ძალების რიგებიდან. ბოლო წოდება ვიცეპოლკოვნიკი. ამჟამად, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. კალუგაში ან ქ.მოსკოვში, სავარაუდოდ დასაქმებულია „მჩს“-ის სახანძრო სამსახურში და გატაცებულია ქარგვით.
ალექსეი უსატოვის გვერდის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია
ა. უსატოვის სოცქსელის გვერდის ფოტომასალისა და ჩანაწერების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროისთვის, ის იკავებდა 42-ე მმდ-ს კავშირგაბმულობის 478-ე ბატალიონის მეთაურის თანამდებობას. შემოჭრის ძალებთან ერთად, საკუთარი დანაყოფის შემადგენლობაში, 2008 წლის 9 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში – ცხინვალის რეგიონსა და გორის რაიონში. უსატოვი კომენტარებში ხშირად იყენებს მაღალფარდოვან სიტყვებს, კერძოდ ,,მამაცობა“-სა და ,,გმირობა“-ს. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული ფოტომასალის მიხედვით, მის დაქვემდებარებაში მყოფი რუსი სამხედროების `გმირობა-მამაცობა~ მხოლოდ მაროდიორობით შემოიფარგლა, რაც დაცლილ ქართულ სოფლებში კერძო სახლების, მაღაზიებისა თუ ბაღების, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ობიექტების ძარცვა-განადგურებასა და ნადავლის გატანაში გამოიხატა.
2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის მეტი სურათი იხ. დაფარულული ბმულის ქვეშ
ა. უსატოვის (ფიგურანტი №1) პროფილის შესწავლის შედეგად, გამოვლენილი არიან კავშირგაბმულობის 478-ე ბატალიონის და 42-ე დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში 2008 წელს:
2. სერგეი მინენკოვი
დაბ. თარიღი – 23/08/1968 წ., მცხოვრები – ქ. მოსკოვი. 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობით 42-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. წოდება – გენერალ-მაიორი. სოცქსელებში: http://archive.li/zFxKU. სხვა წყაროებში: https://archive.is/e91OY, https://archive.is/9UXip.
არსებული კომენტარების თანახმად, 2008 წ.-ს ჩეჩნეთში დასახლება შალიში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შემდეგ დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან (შძ). მომდევნო პერიოდში მუშაობდა ქ. მოსკოვში სასამართლო მანდატურების სამსახურში.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #37 , #38 სლაიდზე.
3. ალექსანდრ ბოროდინი
2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე ტექნიკა-შეიარაღების დარგში. წოდება – მაიორი. სოცქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
შეინიშნება უსატოვის ალბომის #28 , #43 სლაიდზე.
4. ევგენი შაპენკოვი
სავარაუდო დაბ. თარიღი – 06/06/1976 წ., მცხოვრები – ქ. ირკუტსკი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაური. წოდება – კაპიტანი. შესაძლებელია, დღემდე მსახურობდეს რფ-ს შძ-ში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადავიდა სამსახურის ახალ ადგილზე დ/პ აქსაიში, როსტოვის ოლქი.
სოცქსელების სავარაუდო გვერდები: http://archive.li/j4ILn – არააქტიური 2010 წლიდან. „გბდდ“-ს ბაზებში https://archive.is/7b37m.
შეინიშნება უსატოვის ალბომის #26 , #29 , #33 სლაიდზე.
5. ევგენი მოზჟელინი
დაბადების თარიღი არ ფიქსირდება, მცხოვრები – ქ. ეკატერინბურგი სვერდლოვსკის ოლქი, წარმოშობით –სტავროპოლიდან. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის 1-ლი ასეულის ოცმეთაური. განათლება – ნოვოჩერკასკის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში, წოდება – მაიორი.
სოცქსელებში: http://archive.li/yj26q, http://archive.li/fHr6x.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #41 სლაიდზე.
6. ვადიმ შალობალო
დაბ. თარიღი 15/10/1980 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ან 42-ე დივიზიის სხვა დანაყოფის ოფიცერი. წოდება – მაიორი. შესაძლებელია, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოცქსელებში: http://archive.li/VVgeH
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #30 სლაიდზე.
7. პაველ როგოჟინი
2008 წ. მდგომარეობით 58-ე არმიის სამშვიდობო ბატალიონის ასმეთაური. წოდება – კაპიტანი. სოცქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #27, #42 სლაიდზე.
8. ევგენი ბაიჩენკო
დაბ. თარიღი – 19/10/1970 წ., მცხოვრები – ქ. აკსაი როსტოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოცქსელებში: http://archive.li/qFwUQ, http://archive.li/d0Lq2
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #9 სლაიდზე.
9. ალექსანდრ ევსუტინი
დაბ. თარიღი – 02/06/1980 წ., მცხოვრები – ქ. სტავროპოლი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოცქსელებში: http://archive.li/KlgMx, http://archive.li/r0zr2
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #16 სლაიდზე.
10. ნატალია ბაბაკ
დაბ. თარიღი – 20/04/19?? წ., მცხოვრები – ჩეჩნეთში. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლებელია, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოცქსელებში: http://archive.li/o04dA, http://archive.li/uYjdo
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #24, #40 სლაიდზე.
11. არტურ უმაროვი
დაბ. თარიღი – 20/01/1969 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მე-2 ასეულის სტარშინა. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. წოდება პრაპორშიკი. სოცქსელებში: http://archive.is/CfKYw, https://archive.is/Jyn3n
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #31, #32, #34 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
12. სერგეი პოპლოვიჩევი
დაბ. თარიღი – 04/08/1970 წ., მცხოვრები – ქ. გროზნო. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. წოდება – პრაპორშიკი. სოცქსელებში: http://archive.li/Nsp2K
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #33 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
13. ალექსეი პოლტავსკი
დაბ. თარიღი – 24/03/19?? წ., მცხოვრები – ვორონეჟის ოლქი ქ. ტალოვსკის რ-ნი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოცქსელებში: http://archive.li/0zjnS ალბომში ინახავს 2008 წ. ომის სურათებს http://archive.li/4JXqE
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #34 სლაიდზე.
14. კონსტანტინ ზახაროვი
სავარაუდო დაბ. თარიღი – 13/04/1974 წ., მცხოვრები – ქ. ვლადიკავკაზი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოცქსელებში: ფსევდონიმით Askolb Bonifatic http://archive.li/SkJCR, http://archive.li/iHZYy
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #34 სლაიდზე.
15. ანდრეი ჩერედნიკი
დაბ. თარიღი – 05/01/1968 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოცქსელებში: http://archive.li/X7JlW, http://archive.li/zoz9E
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #37 სლაიდზე
16. ნიკოლაი კოზინი
დაბ. თარიღი – 01/08/1984წ., მცხოვრები – სოფ. ბარიშ ულიანოვსკის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – სტარშინა. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოცქსელებში: http://archive.is/lmsXT
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #38 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
17. ალექსეი არჟანიხ
დაბ. თარიღი – 13/03/1989 წ., მცხოვრები – ქ. ტოლატტი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოცქსელებში: http://archive.li/nfhjy, http://archive.li/MSBIU
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #44 სლაიდზე.
18. სერგეი ტოპორკოვი
დაბ. თარიღი – 25/01/19??წ., მცხოვრები – როსტოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოცქსელებში: http://archive.li/RCWri
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #44 სლაიდზე.
19. ალექსანდრ ვორობიოვი
2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. სოცქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #25 სლაიდზე.
20. ვასილი სატეევი
2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – პრაპორშიკი. სოცქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
ნახსენებია კომენტარში უსატოვის ალბომის #34 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
21. მუხტარ უმაროვი
2015 წ. მდგომარეობით გარდაცვლილი ან მოკლული დონბასში. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – ეფრეიტორი.
სოცქსელებში: https://archive.is/b5GHk, http://archive.li/J8yXX
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #23 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
22. ვოვა ბალუიანი
დაბ. თარიღი – 18/07/1971 წ. წარმოშობით ქ. ბათუმიდან. ამჟამად მცხოვრები – ქ. სმოლენსკი ან ქ. პოდოლსკი, მოსკოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოცქსელებში: http://archive.li/YaUKh, http://archive.li/OuezG.
წლების წინ მსახურობდა აჭარაში რფ-ს მე-12 სამხედრო ბაზაზე.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #39 სლაიდზე.
ვ. ბალუიანის ახლობლების დადგენის პროცესში გამოიკვეთა საგულისხმო ინფორმაცია – მისი ოჯახი 2014 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში ქ. ბათუმში:
- ცოლი კარინა ბალუიანი-ბარსეგიანი. დაბ. 1972 ან 1973წ., სოციალურ ქსელებში: https://ok.ru/profile/350952806902 (http://archive.li/VP22S) nnnnnn vvvvvvv ფსევდონიმით დაშიფრული გვერდი. კონტაქტებს შორის უმეტესწილად ფიქსირდებიან ქ. ბათუმის მკვიდრნი.
- შვილი სოფია ბალუიანი. დაბ. 12/02/2002 წ., სოციალურ ქსელებში: https://ok.ru/profile/440486171097 https://ok.ru/profile/356108850113 (http://archive.li/czOCj, http://archive.li/KRabz) https://vk.com/id243148814 (http://archive.li/Jzi2I), მცხოვრები – ქ. პოდოლსკი. სამეგობრო კონტაქტებში მრავლად უფიქსირდებიან ქ. ბათუმის მკვიდრნი. ფოტოალბომის (http://archive.li/NdrOd) და თანაკლასელი კონტაქტების გათვალისწინებით, 2014 წ.-ს, დედასთან და უფროს ძმასთან ცხოვრობდა და სწავლობდა ბათუმში.
- შვილი კარენ ბალუიანი. დაბ. 08/11/1996 ან 1997წ., სოციალურ ქსელებში: https://ok.ru/profile/366441525562 (http://archive.li/pUY6g) Undead Army J-Dog © ფსევდონიმით დაშიფრული გვერდი, სურათები არ უფიქსირდება. მეორე გვერდი https://vk.com/id178398420 (http://archive.li/vHYPl, http://archive.li/fA5jR, http://archive.li/hGplf ) მისი სახელის შესაფერისია. 2017 წლის 2 სექტემბრის ფოტოზე (http://archive.li/DrOMb) პოზირებს სამხედრო ფორმაში და აირწინაღში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კარენ ბალუიანი, ამჟამად, რუსეთის არმიაში სავალდებულო სამსახურს გადის, ხოლო სხვა სლაიდები რუსული პროპაგანდის და აშკარა ანტიდასავლური შინაარსის მატარებელია. სამეგობრო კონტაქტებს შორის უხვად არიან ქ. ბათუმის მკვიდრები და რუსეთში მცხოვრები პირები.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ბოლოს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული იყო სტატია რუსეთის არმიის საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 104-ე პოლკის მედესანტეთა ჯგუფის შესახებ გამოვლენის შესახებ, რომლებიც 2008 წ. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში იყვნენ ჩაბმული. ბევრი მათგანი კრემლის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილეებადაც ვიხილეთ.
ცნობა: 2008 წ. აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა, თავისი „სამხრეთ-ოსეთელი“ მარიონეტი სეპარატისტების გამოყენებით, მოახდინეს საომარი კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს სამაჩაბლოს რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). რუსეთის „სამშვიდობო ძალებმა“ განგებ არ მოახდინეს რეაგირება ოს მებრძოლთა გააქტიურებაზე, რომლებიც ატარებდნენ რეგიონის ქართული სოფლების მიზანმიმართულ დაბომბვას. იმის შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ დაეწყოთ ოპერაცია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცხინვალის რეგიონში საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შეუდგნენ სეპარატისტ პროვოკატორთა აქტივობის კერების ლოკალიზებას, რუსეთმა გამოაცხადა „მშვიდობისადმი იძჲლების“ ოპერავიის დაწყების შესახებ, რომელიც გადაიზარდა პირდაპირ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ, სამაჩაბლოს რეგიონისა და აფხაზეთის შემდგომი ოკუპაციით, აგრეთვე დღემდე მიმდინარე ე.წ. მცოცავი ოკუპაციით. 2008 წლის რუსეთის სამხედრო შემოსევის შედეგების მიხედვით დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე (მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე), ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი გაიზარდა 26 ათასი ადამიანით (სულ ლტოლვილთა რიცხვი საქართველოში შეადგენს 260 ათასზე მეტ ადამიანს), ოკუპირებულია სახელმწიფოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი.
–––––––––––––
პუბლიკაცია მომზადებულია InformNapalm–ის საკუთარი OSINT/HUMINT-–გამოძიებისსაფუძველზე / Original article by Irakli Komakhidze
(CC BY) InformNapalm.org
Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0
No Responses to “გამოვლენილია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგრესიაში მონაწილე 22 რუსი სამხედრო”