• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

    Logo

    support informnapalm
    Navigation
    • მთავარი
    • ახალი ამბები
      • დონბას
      • ყირიმის
      • სირია
      • მსოფლიო
      • ანალიტიკა
      • საქართველო
      • სხვა
    • ჩვენ შესახებ
    • დაგვიკავშირდით

    „გოგი – „დნრ“-ის ქართველი სიძე

    By Falcon Born | on 2015-03-15 | 0 Comment | ახალი ამბები | დონბას | დოსიე Print This Post Print This Post
    • ru
    • ge

    უკრაინაში, დონბასის რეგიონში პრორუსული უკაანონო შეიარაღებული ფორმირებების რიგებში იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ქართველი,  მათ შორის ამოცნობილია  შალვა ბუხაიძე (მოკლულია ა.წ. იანვარში), ბაჩუკი კორძაია, თეიმურაზ გოგიაშვილი.

    არსებულ ჩანაწერში საუბარი წავა თეიმურაზ გოგიაშვილზე, რომლის შესახებ საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ინფორმაცია მოპოვებულ იქნა ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით და პირად საუბრებში.

    თეიმურაზ გოგიაშვილი დაიბადა 1979 წლის 30 მარტს თბილისში, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ ასევე გააჩნია უკრაინის და რუსეთის მოქალაქეობა. თბილისში რეგისტრირებულია მისამართზე ვარკეთილი-3 მე-3 „ა“ მკრ., კორპუსი 322,  ბინა 11.  თუმცა ადრე ის დიღმის მასივში ცხოვრობდა, სადაც უბნელები გოგიაშვილს „კეთილი“ სიტყვით იხსენებენ.

    10

    თეიმურაზ გოგიაშვილი ბოლო 17 წელიწადი საქართველოს გარეთ – უკრაინაში და რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა თბილისში მყოფ ნათესავებთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და საკმაოდ ხშირად სტუმრობდა მათ, განსაკუთრებით კი „შემოქმედებითი კრიზისების“ დროს და მორიგი თაღლითობისთვის.

    სკოლის დამთავრების შემდეგ თ. გოგიაშვილი 1998-2003 წლებში ლუგანსკში „ვ. დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნულ უნივერსიტეტში“ საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდგომში ე.წ. „კროკ“-ის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტში. ასევე რუსეთში გავლილი აქვს რამოდენიმე ტრენინგი. შრომითი მოღვაწეობა თ. გოგიაშვილმა „ლუგანსკენერგო“-დან დაიწყო სადაც 1999-2003 წლებში მუშაობდა. 2004-2012 წლებში ძირითადად რუსეთში მოღვაწეობდა, მათ შორის „სიგმატრანს ლენინგრადი“ და „სევერსტალ რუსიაში“.  სავარაუდოდ  ზუსტად ამ პერიოდში მოხდა თ. გოგიაშვილის  რუსეთის  სპეცსამსახურების მიერ გადაბირება. 2012 წელს თ. გოგიაშვილი რუსეთიდან უკრაინაში დაბრუნდა, მუშაობდა კიევში „სტუდია ლეონში“, თუმცა მალევე უკრაინაში ყოფნას საქართველოში ჩამოსვლა არჩია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ  თ. გოგიაშვილი  სამსახურის შოვნით თავი დიდად არ შეუწუხებია და შრომას თაღლითობით  ფულის შოვნა არჩია. კერძოდ, თ. გოგიაშვილმა „ევრო კრედიტ+“-ში აიღო ფულადი კრედიტი, თუმცა მალევე საქართველოდან გაიპარა.  მასზედ არსებული ვალი სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა, არსებული განჩინების თანახმად თ. გოგიაშვილს   გადაუხდელი ვალის სააღსრულებუ წესით ამოღება გადაწყდა.

    2 3   4
    5

    თბილის დატოვების შემდეგ თ. გოგიაშვილის კვალი სულ ცოტა ხნით იკარგება, თუმცა 2014 წელს ის უკრაინაში დონბასის რეგიონში „ნოვოროსიისთვის“ მებრძოლ „სპარტას“ უკანონო შეიარაღებული ტერორისტულ რაზმში (რაზმის მეთაური „მოტოროლა“)  ახალ ამპლუაში „გოგის“ვიხილეთ.  როგორც ჩანს, თეიმურაზ გოგიაშვილს უყვარს კამერაზე პოზირება, თავის „ვაი-ქართველობასაც“ არ მალავს.

    საგულისხმოა რომ თ. გოგიაშვილის ამჟამინდელი ცოლია არის ეკატერინა ფილიპპოვა, ახლო წარსულში წარმატებული იურისტ-ადვოკატი, ახლა კი ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „იუსტიციის მინისტრი“ (https://vk.com/id284086744).

    6 7
    გოგიაშვილს თაღლითობისადმი სწრაფვის გარდა, სხვა გატაცებაც ახასიათებს, კერძოდ  მას განსაკუთრებული სიყვარული  ამერიკული „ლინკოლნის“ ტიპის მანქანებისადმი გააჩნია. ეტყობა ეს გენეტიკურია, ვინაიდან მისი მამა ვასილ (ვასიკო) გოიაშვილი სტაჟიანი ტაქსისტი და დიდი ამერიკული კატაფალკების მძღოლად მუშაობს თბილისში.

    8 9
    ასეთი ნაძირლები როგორც თეიმურაზ გოგიაშვილი, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვინაიდან მათი საქმიანობა მიმართულია ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ ძირგამომთხვრელ საქმიანობაზე, მათ შორის ტერორისტული ხერხების გამოყენებით. ზუსტად რომ ასეთი „ქართველების“  გადაბირებითა და მოზიდვით არიან დაკავებულნი რუსული სპეცსამსახურები, რათა საქართველოში მეხუთე კოლონის საბრძოლო ფრთის ჩამოყალიბებას ჩაუყარონ საფუძველი.
    იმედია ახლო მომავალში საქართველოში მიღებული იქნება დაანონსებული კანონი, რომელიც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიმართ სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს. წარმოდგენილი მასალა საკმაოდ  საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს და უკრაინის პროკურატურებმა თეიმურაზ გოგიაშვილის წინააღმდეგ შესაბამისი ქმედებები დაიწყონ. იმედია „გოგი“ წარდგება კანონის წინაშე და პასუხს აგებს ყველა ჩადენილ დანაშაულზე.
    ჩანაწერს თან ერთვის „გოგის“ ფოტოსურათები (ძირითადი წყარო მისი პირადი სოცგვერდი https://instagram.com/teimuraz.gogiashvili/), ასევე ოფიციალური სახის დოკუმენტების ასლები რომლებიც ამოღებულია საჯარო რეესტრისა და სხვა ღია მოხმარების საინფორმაციო არქივებიდან (იხ. დანართში).

    11 12 13 14 15 16

    „გოგის“ შესახებ ჩანაწერი “МИРОТВОРЕЦЬ” უკრაინული პროექტის ტერორისტების მონაცემთა ბაზაში  https://psb4ukr.org/criminal/gogiashvili-tejmuraz-vasilevich/

    „გოგის“ მონაწილეობით ვიდეორგოლი
    – https://www.youtube.com/watch?v=YcW16sCIyck
    – http://www.myvideo.ge/?video_id=2502117

    სტატიის რუსული ვერსია იხ. მოცემულ ლინკზე https://informnapalm.org/6305-gogy-gruzynskyj-zyat-dnr

    ავტორი: ირაკლი კომახიძე

    ინფორმაცია მომზადებულია სპეციალურად საიტისთვის InformNapalm, მასალის გამოყენებისას ავტორისა და ჩვენი საიტის მითითება აუცილებელია.

    Recent Posts

    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    No Responses to “„გოგი – „დნრ“-ის ქართველი სიძე”

    Leave a Reply Cancel Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *


    *
    *

    Keep Update With InformNapalm

    RSSSubscribe 0 Followers
    • Popular
    • Recent
    • Comments
    • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

      2014-12-23 - 0 Comment
    • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

      2015-01-18 - 0 Comment
    • ტერორისტები მუდმივად ხსნიან ცეცხლს მშვიდობიანი რაიონებიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. კოორდინატები ეუთო–სთვის

      2015-01-18 - 0 Comment
    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Attribution CC BY

    88x31

    This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

    July 2025
    MTWTFSS
     123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    28293031 
    « Oct    

    Tags

    2008 წლის აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთი – უკრაინა რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული ოკუპაცია ს/ნ 09332 საქართველო სირია ს–300

    Flickr Gallery

    • მთავარი
    • Privacy Policy
    • დაგვიკავშირდით
    • Languages
    © 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.
    Go to mobile version