
ბოლო დღეებში მთავარი თემა იყო და რჩება დონეცკის აეროპორტი და მისკენაა მიმართული მკითხველთა მთელი ყურადღება. დონეცკის აეროპორტი იქცა თავისებურ ფეტიშად. ამაზე ითამაშა რუსულმა პროპაგანდამაც, ახლა უკვე აეროპორტის გამოყენებით საკამაოდ იოლია აუდიტორიის ყურადღების გადატანა.
ჩვენ კი გვსურს ოდნავ გავაფართოვოთ მხედველობის არეალი, რადგან დონეცკის აეროპორტის გარშემო სიტუაციის გამწვავება – ეს არის საბრძოლოო მოქმედებების საერთო სურათში მხოლოდ ყურადღების გადატანის მანევრი. და ასევე უკრაინელი მებრძოლების წარუმატებელმა გადაადგილებამ ნისლში ახალი ტერმინალისკენ და ტყვედ ჩავარდნამ ხელი შეუშალა სიტუაციის ადეკვატურად აღქმას.
ინფორმაციამ უკრაინის ტერიტორიაზე ორი რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის, 600–800 კაცის ოდენობით შემოსვლის შესახებ გამოიწვია გარკვეული გამოფხიზლება, მაგრამ ვერ მოგვცა ნათელი წარმოდგენა მოწინააღმდეგის განზრახვებზე, მისი გადაადგილების რაიონების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის არქონის გამო. საკუთარი წყაროებიდან შევძელით გაგვერკვია, რომ ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი შემჩნეულ იქნა ლუგანსკის რაიონში, ხოლო მეორე ტელმანოვოს რაიონში მარიუპოლის მიმართულებით. ნაწილი კი წავიდა დანაკარგების მქონე ქვედანაყოფების შეცვლისთვის და გაძლიერებისთავის.
ტექნიკის მიწოდების ძირითადი გზებია: მატვეევის კურგანი – ილოვაისკი, ნოვოშახტინსკი – ანტრაციტი, კამენსკი შახტინსკი – ლუგანსკი. ძირითადად ეს ტექნიკა გროვდება შახტიორსკში (სადაც სავარაუდოდ მდებარეობს რეზერვი), ბრიანსკში, სტახანოვში და ლუგანსკში (დაბა ლუგანსკოეს მიმართულება).
ახლა განვიხილოთ მომხდარი მოვლენები წინა ცნობების ანალიზის საფუძველზე. ანტიტერორისტული ძალების მიერ პორტის შტურმის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა „ბოევიკების“ აქტივობა დოკუჩაევსკის რაიონში. დასახლებულ პუნქტში დაიწყო შემოსვლა ტექნიკამ სტარობეშევოდან და კომსომოლსკიდან. ამას გარდა, მოწინააღმდეგემ განახორციელა ტექნიკის გადასროლა სამხრეთით მარიუპოლის მიმართულებით.
ამგვარად, პირველი ეტაპი – ყურადღების გადასატანი დარტყმა რეალიზებულ იქნა. მთელი ყურადღება გადაერთო პორტზე და სექტორ M-ზე. 20.01 „ბოევიკებმა“ დაიწყეს შეტევის განხორციელება ლისიჩანსკის მიმართულებით, ამაზე მიუთითებს ძალების პერიოდული შევიწროება 31–ე ბლოკპოსტის რაიონში. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებულმა მოქმედებამ არ მისცა საშუალება სლავიანოსერბსკის რაიონში შემოსულ მოწინააღმდეგის ძალებს, მიეღწიათ მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის. ახლა მოსალოდნელია გარღვევის მცდელობები არტემოვსკის რაიონში. გორლოვკაში მოწინააღმდეგის დღევანდელი გაურკვეველი მანევრების გათვალისწინებით, დაბომბვის იმიტირების საფარქვეშ, მოვლენების ასეთი განვითარება სულ უფრო მოსალოდნელი ხდება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ სავარაუდოდ ეს არ არის რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების ბოლო შემოსვლა და სავარაუდოდ 21–22 იანვარს გავიგებთ ახალი ინცინდენტების შესახებ.
სოციალურ ქსელებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების გვერდების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამაღამ ნისლის საფარქვეშ იგეგმება კიდევ რამდენიმე ჯგუფის უკრაინაში შემოყვანა. ამ მონაცემემებს ირიბად ადასტურებს როსტოვთან ბანაკებში რუსული დაჯგუფების ამოძრავება, სადაც ისინი იდგნენ 3 თვეზე მეტი. ბევრი სამხედრო მოსამსახურე ტრაბახობს მეგობრებთან, რომ ამაღამ მიდიან დონეცკზე. რა თქმა უნდა არ შეიძლება საინფორმაციო თამაშის გამორიცხვაც, მაგრამ საბრძოლო დავალებაზე გასვლის განზრახვა ნათლად იკვეთება.
დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ მაკეევკის გავლით Н21 ავტომაგისტრალით დონეცკში საბრძოლო მასალების მოზიდვის ტემპები ორჯერ გაიზარდა. თუ აქამდე საბრძოლო მასალებით დატვირთული სატვირთო მანქანების კოლონები შემოდიოდნენ დილით, საღამოს კი უკან ბრუნდებოდნენ, ახლა აკეთებენ 2 რეისს დღეში. ამ გზაზე მთლიანობაში გადაადგილდება 30–40 სატვირთო დღე–ღამეში, მანქანები მოძრაობენ დაცვის გარეშე. შესაძლოა, საბრძოლო მასალების ბაზები ბოლო დროს გადმოტანილი იქნა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ქ. დონეცკიდან (როსტოვის ოლქი) უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლუგანსკის ოლქში. რამაც შესაძლებელი გახადა საბრძოლო მასალების შემოზიდვის სიხშირის გაზრდა.
ასევე გასათვალისწინებელია რუსული მხარის მიერ ავიაციის გამოყენების შესაძლებლობა, ამაზე მეტყველებს დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკის გაძლიერება. ხალხს თავს ახვევენ აზრს, რომ უკრაინული ავიაცია დაიწყებს მათ დაბომბვას, ამასთან ერთად, კვლავ გაჩნდა მინიშნებები „ბოევიკების“ საკუთარი სამხედრო საჰაერო ძალების გაჩენის თაობაზე. ეს ორი ეპიზოდი იძლევა საშუალებას გავაკეთოთ დასკვნები ჰაერიდან პროვოკაციების მომზადების თაობაზე.
პროგნოზი: რამდენიმე დღე მოამზადებენ სიტუაციას ყურადღების გადასატანი მანევრებით, პარალელურად ლოკალური დარტყმების მიყენებით, ამას შეიძლება მოჰყვეს შოკისმომგვრელი პროვოკაცია და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობა.
პარალელურად ასევე შეიძლება მოქმედებაში იქნას მოყვანილი ტერაქტების ან ყურადღების გადატანის რეზონანსული აქციების სცენარები ჩრდილოეთ ევროპაში.
რუსეთის 5 მოქალაქის დღევანდელი დაკავება საფრანგეთში ტერაქტების მომზადების ბრალდებით – არის პირველი მერცხალი.
როგორც ჩანს უკრაინის ერთიანობის დღეს შევხვდებით არა სადღესასწაულო, არამედ საბრძოლო განწყობით.
შეინარჩუენეთ მომავალი გამარჯვების მტკიცე რწმენა, არ ჩავარდეთ სასოწარკვეთასა და პანიკაში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
P.S. პანიკა არც ჩვენი ოპონენტებისთვისაა უცხო. სარწმუნო წყაროებიდან ცნობილია, რომ კრემლში სრული დაბნეულობა და უთანხმოებაა. და მათ უდავოდ აქვთ პანიკის საფუძველი, მათ წინააღმდეგაა განწყობილი მთელი ცივილიზებული სამყარო…
მასალა მოამზადეს InformNapalm–ის გუნდის ანალიტიკოსებმა არტიომ ვასილენკომ და რომან ბურკომ, ინსაიდერებისა და მოხალისეების საინფორმაციო მხარდაჭერით.
No Responses to “InformNapalm–ის გუნდის 2015 წლის 20 იანვრის ცნობა”