• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

    Logo

    support informnapalm
    Navigation
    • მთავარი
    • ახალი ამბები
      • დონბას
      • ყირიმის
      • სირია
      • მსოფლიო
      • ანალიტიკა
      • საქართველო
      • სხვა
    • ჩვენ შესახებ
    • დაგვიკავშირდით

    რუსეთის საგარეო სტრატეგიის მიმოხილვა, მარტი-აპრილი 2015

    By Falcon Born | on 2015-04-30 | 0 Comment | ანალიტიკა | ახალი ამბები | რუსეთი | საქართველო-რუსეთი Print This Post Print This Post

    საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, 2015 წლის დასაწყისისთვის რუსეთის მიზნები საქართველოსთან მიმართებაში კვლავაც არაა მიღწეული. საქართველოს ოფიციალური საგარეო პოლიტიკა კვლავ ორიენტირებულია პარტნიორობაზე დასავლეთის ქვეყნებთან და გამორიცხავს საქართველოს წევრობას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო სტრატეგიის მიმოხილვაში, რომელსაც სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი აქვეყნებს.

    ამასთანავე, აღნიშნულია მიმოხილვაში, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის გაჭიანურების მიუხედავად, ვითარდება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი. ამის ბოლო მაგალითი გახდა TANAP-ის გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2015 წლის მარტში. ყველა ეს პროცესი შეუთავსებელია რუსეთის სტრატეგიულ მიზნებთან. ამასთანავე, ცხადია, რომ ეს პროცესები მეტი თუ ნაკლები ტემპით გაგრძელდება თბილისში ნებისმიერი ლეგიტიმური მთავრობის არსებობის პირობებში, რაც განპირობებულია საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობით განწყობებით.

    ამ რეალობის შეცვლა რუსეთს შეუძლია მხოლოდ თბილისში სრულიად მარიონეტული რეჟიმის დასმის ან/და საქართველოს სუვერენიტეტის მოშლის, დეზინტეგრაციის, როგორც ერთმა რუსმა პროპაგანდისტმა  თქვა, მისი „დესუვერენიზაციის” მეშვეობით. ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, საქართველოში ამის გარეშე კრემლის ამჟამინდელი მიზნების მიღწევა ობიექტურად შეუძლებელია.

    ამავე დროს, საქართველოთი რუსეთის ამბიციები არ შემოიფარგლება. მისი მიზანია კონტროლის აღდგენა მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. ამის მიღწევის რუსულ მცდელობას წინ ხვდება დასავლეთის წინააღმდეგობა. ეს წინააღმდეგობა, ცხადია, ბევრად ნაკლებია, ვიდრე გვსურს ადამიანებს საქართველოსა და უკრაინაში, მაგრამ ის არსებობს, ძლიერდება და თანდათან სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის პუტინის ხელისუფლებას.

    რუსეთის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარება, რუსეთის საგარეო სტრატეგია მთლიანობაში და მასზე დასავლეთის რეაქცია – მოცემულ მომენტში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია.

    2015 წლის 27 თებერვალს მომხდარმა ბორის ნემცოვის მკვლელობამ მოახდინა რუსული ოპოზიციის დემორალიზება და, დროებით მაინც, ჩაშალა ფართო საპროტესტო მოძრაობა, რომლის დაწყებას ოპოზიცია 1 მარტს გეგმავდა. პუტინის „გაქრობამ”, ამის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა, შემდეგ კი პუტინის „გამოჩენამ” მხოლოდ გააძლიერა დემორალიზება მის მოწინააღმდეგეებს შორის.

    უკრაინაში, მინსკში შეთანხმებული „ცეცხლის შეწყვეტის” მიუხედავად კვლავ გრძელდება რუსული მხარის მიერ ინიცირებული ბრძოლები. ამასთანავე, აშკარად მიმდინარეობს დონბასში განლაგებული რუსული ჯარის და მისადმი დაქვემდებარებული შეიარაღებული დაჯგუფებების მზადება სამომავლო ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებისთვის.
    არსებობს სერიოზული შანსი, რომ ეს შეტევითი ოპერაციები 2015 წლის გაზაფხულზევე ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყება (იხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის ინტერაქტიული რუკა  ბმულზე).

    ამასთანავე, რუსეთი აგრძელებს ტერორისტული აქტების (მოწყობილი აფეთქებების სახით) კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ხშირია ტერაქტები ხარკოვსა და ოდესაში. ეს კამპანია მიმართულია უკრაინის, კერძოდ კი მისი აღმოსავლური და სამხრეთი ნაწილის, დესტაბილიზაციაზე. როგორც ჩანს, ეს არის ამჟამინდელი რუსეთის სტანდარტული პრაქტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა დეზინტეგრაციის გამოწვევას ის ცდილობს, რადგან მსგავს ტერორისტულ კამპანიას რუსეთი ახორციელებდა საქართველოშიც 2009-2011 წლებში.

    საქართველოში გრძელდება რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძალების აქტიურობა, რაც გამოიხატება რუსეთზე მომუშავე პოლიტიკური ფიგურების, ცნობილი პირების, ორგანიზაციების და მედია საშუალებების მოქმედებებით. ყველა ეს აქტორი დაკავებულია საზოგადოებაში აქტიური პრო-რუსული და ანტი-დასავლური პროპაგანდით.

    გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამ პროპაგანდას საქართველოს მოსახლეობაზე მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს, მაგრამ რუსეთზე მომუშავე ძალების მზარდი აქტიურობა მიანიშნებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსულ გეგმებზე. მე-5 კოლონის მოქმედებები და აგრესიული პროპაგანდისტული კამპანია სწორედ ამ გეგმების განხორციელებისთვის მიმდინარე მზადების სიმპტომებია.
    ამასთანავე, საგანგაშოა მმართველი კოალიციის წევრების – ზაზა პაპუაშვილის და გოგი თოფაძის მიერ 2015 წლის მარტში გაკეთებული ღიად პრო-რუსული განცხადებების სერია. განსაკუთრებით მძიმე ნიშანია ის ფაქტი, რომ მმართველმა კოალიციამ არაფერი გააკეთა მისი წევრების ამ განცხადებების საპირისპირო პოზიციის დასაფიქსირებლად.

    უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან ერთად, რუსეთი აგრძელებს მუშაობას ევრაზიული კავშირის გაფართოებაზე. ამ ორგანიზაციაში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის გავლენის სფეროს ინსტიტუციურად გაფორმების მცდელობას, ბელარუსის, ყაზახეთის და 2015 წლის 1 იანვრიდან შესული სომხეთის შემდეგ, გაწევრიანებას ყირგიზეთიც აპირებს. არსებული გეგმების მიხედვით, ეს 2015 წელსვე უნდა მოხდეს.

    რუსეთი ასევე ცდილობს მაქსიმალურად შეაფერხოს დასავლეთის წინააღმდეგობა მისი ექსპანსიისადმი. ამისთვის ის ცდილობს დასავლური საზოგადოებების დაშინებას ომის პერსპექტივით, და ამით დასავლეთში არსებული ისეთი პოლიტიკური ძალების პოზიციების გაუმჯობესებას, რომლებიც გამოდიან მათი სახელმწიფოების მიერ რუსეთის შეკავების წინააღმდეგ. ამ მცდელობის ელემენტია რუსული თვითმფრინავების და წყალქვეშა ნავების რეგულარული მოძრაობა ნატო-ს ქვეყნების საჰაერო და საზღვაო სივრცესთან.

    კიდევ ერთი ელემენტია მედიაში გავრცელებული რუსეთიდან მომდინარე სპეკულაციები შესაძლო ბირთვული ომის შესახებ. სინამდვილეში, კრემლის ამგვარი ბლეფი ასახავს მის შიშს რუსულ ექსპანსიაზე დასავლეთის ქვეყნების პოტენციური რეაქციის წინაშე. ეკონომიკური სანქციების გარდა, თანდათან იზრდება დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი. ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ვითარდება სამხედრო თანამშრომლობაც. ამის ბოლო მაგალითი გახდა 2015 წლის აპრილში 300 ამერიკელი სამხედროს ჩასვლა უკრაინაში, მისი ეროვნული გვარდიის დანაყოფების მოსამზადებლად.

    რუსეთის ექსპანსიის მიმდინარე მცდელობასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური „თამაში” გაგრძელდება უახლოესი თვეების და, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში. ამ უახლოესი პერიოდის გადამწყვეტი მოვლენების შედეგები განსაზღვრავს საქართველოს ისტორიულ ბედს მომდევნო ათწლეულების მანძილზე, – ნათქვამია მიმოხილვაში.

    სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი არის არასამთავრობო და არაპოლიტიკური პროექტი. მისი მიზანია ინფორმაციის მოპოვება, გადამოწმება და გამოქვეყნება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

    Recent Posts

    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    No Responses to “რუსეთის საგარეო სტრატეგიის მიმოხილვა, მარტი-აპრილი 2015”

    Leave a Reply Cancel Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *


    *
    *

    Keep Update With InformNapalm

    RSSSubscribe 0 Followers
    • Popular
    • Recent
    • Comments
    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

      2014-12-23 - 0 Comment
    • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

      2015-01-18 - 0 Comment
    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Attribution CC BY

    88x31

    This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

    May 2025
    MTWTFSS
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031 
    « Oct    

    Tags

    2008 წლის აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთი – უკრაინა რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული ოკუპაცია ს/ნ 09332 საქართველო სირია ს–300

    Flickr Gallery

    • მთავარი
    • Privacy Policy
    • დაგვიკავშირდით
    • Languages
    © 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.
    Go to mobile version