2015 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ბაზებზე რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა მასშტაბური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს, რომლის უმთავრეს მიზანს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის მომზადება წარმოადგენდა. სწავლებეში ასევე ჩართული იყო რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე და 58-ე არმიების სარდლობის წარმომადგენლები, საჯარისო ელემენტები და ცალკეული ქვედანაყოფები. ამის შესახებ აღნიშნულია მიმოხილვაში, რომელსაც სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი აქვეყნებს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნებით რუსეთი მიზნად ისახავს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებას და სამხრეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე (საქართველოზე) შესაძლო სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მომზადებას. გარდა ამისა, კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მუდმივი შიშის რეჟიმში შენარჩუნება და სამხედრო აგრესიის განახლების შესაძლებლობის ღიად დატოვება, რითაც ცდილობს საფრთხე შეუქმნას საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის დასავლურ კურსს. გადამწყვეტი როლი ამაში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ძალებს ენიჭება.
სამხრეთის სამხედრო ოლქი (სსო) – რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას. სსო ჩამოყალიბდა 2010 წელს ყოფილი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად. სსო-ს უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაში შემავალი 58-ე (1-ლი ოპერატიული სარდლობა) და 49-ე (მე-2 ოპერატიული სარდლობა) საერთო-საჯარისო არმიების გარდა, ოლქში შედის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა.
სსო-ის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილები და შენაერთები რუსეთის ფედერაციის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – სამხრეთის, ჩრდილოეთ კავკასიის და 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორიებზეა განთავსებული. აღნიშნულის გარდა სსო-ს 3 სამხედრო ბაზა განლაგებულია ამიერკავკასიაში – 102-ე ს/ბაზა სომხეთში ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზა – მე-7 ს/ბაზა აფხაზეთში ქ. გუდაუთა, მე-4 ს/ბაზა ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალში და ჯავაში.
სსო-ს სარდლობის შტაბი განლაგებულია დონის როსტოვში. ოლქის სარდალია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე გალკინი, შტაბის უფროსი – სარდლის 1-ლი მოადგილე – გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი სერდიუკოვი.
სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, გარდა რფ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთეულებისა, შსს-ს შინაგანი ჯარების, „ფსბ“-ს უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის, „მჩს“ – განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტროს და სხვა გასამხედროებული უწყებების დანაყოფები შედის.
სსო-ს ფორმალური ამოცანაა – რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, თუმცა რეალობაში ოლქის საქმიანობა ორიენტირებულია რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე მეზობლების მიმართ მუდმივი საფრთხის რეჟიმის უზრუნველყოფა-შენარჩუნებაზე.
სსო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ს/ნაწილები და შენაერთები (შტაბი – დონის როსტოვი):
– 175-ე მართვის ბრიგადა (ს/ნ 01957, ქ. აქსაი, როსტოვის ოლქი);
– 176-ე ცალკეული (ტერიტორიული) კავშირგაბმულობის ბრიგადა (ს/ნ 71609, ქ. ნოვოჩერკასკი როსტოვის ოლქი);
– მე-100 ცალკეული (ექსპერიმენტალური) სადაზვერვო ბრიგადა (ს/ნ 23511, ქ. მოზდოკი-7, ჩრდილოეთ ოსეთი);
– 439-ე რეაქტიული საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 69673, ქ. ზნამენსკი, ასტრახანის ოლქი);
– მე-11 ცალკეული საინჟინრო ბრიგადა (ს/ნ 18437 ან ს/ნ 45767, ქ. კამენსკ-შახტინსკი, როსტოვის ოლქი);
– 28-ე რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ბრიგადა (ს/ნ 65363, ქ. კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი);
– 1270-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ცენტრი (ს/ნ 62829, ქ. კოვალიოვკა, როსტოვის ოლქი);
– 37-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადა (ს/ნ 51473, ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი);
– 39-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადა (ს/ნ 01228, ქ. კრასნოდარი, კრასნოდარის მხარე);
– 333-ე ცალკეული სახიდე-საპონტონო სარკინიგზო ბატალიონი (ს/ნ 21483 ან ს/ნ 95849, ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი);
– სამთო მომზადების და თვითგადარჩენის ცენტრი (სამხედრო-ტურისტული ბაზა „ტერსკოლი“ ბაქსანის ხეობა, ყაბარდო-ბალყარეთი);
– 54-ე სადაზვერვო ქვედანაყოფების მომზადების ცენტრი (ს/ნ 90091, ქ. ვლადიკავკაზი, ჩ. ოსეთი);
– მე-20 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 22220, ქ. ვოლგოგრადი);
– 1-ლი სარაკეტო ბრიგადა (ს/ნ 31853, დ/პ მოლკინო, კრასნოდარის მხარე)
49-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე):
– 33-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 22179, ქ. მაიკოპი, ადიღე);
– 34-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 01485, დ/პ სტოროჟევაია-2, ზელენჩუკის რაიონი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი);
– 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 74814, ქ. ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე);
– 7-ე სამხედრო ბაზა (ს/ნ 09322, ქ. გუდაუთა,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო);
– 66-ე მართვის ბრიგადა (ს/ნ 41600, ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე);
– 99-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადა (ს/ნ 72153, ქ. მაიკოპი, ადიღე);
– 943-ე რეაქტიული საარტილერიო პოლკი (ს/ნ 21797, დ/პ კრასნოოკტიაბრსკი, ადიღე).
58-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი):
– მე-8 ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 16544, დ/პ ბორზოი, ჩეჩნეთი);
– მე-17 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 65384, ქ. შალი, ჩეჩნეთი);
– მე-18 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 27777, დ/პ ხანყალა, ჩეჩნეთი);
– მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 20634, დ/პ სპუტნიკი, ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
– 291-ე საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 64670 დ/პ ტროიცკაია, სუნჯის რაიონი, ინგუშეთი);
– 573-ე ცალკეული საარტილერიო დაზვერვის დივიზიონი (ს/ნ 55030 დ/პ კრასნოოკტიაბრსკი, ადიღე);
– 67-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა (ს/ნ 32383, ქ. ვლადიკავკაზი, დ/პ არხონსკაია, ჩრდილოეთ ოსეთი);
– 31-ე საინჟინრო-მესანგრეთა პოლკი (ქ. პროხლადნი, ყაბარდო-ბალყარეთი);
– 97-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 07352 ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
– 78-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადა (ს/ნ 11384 ქ. პროხლადნი, ყაბარდო-ბალყარეთი);
რუსეთის საზღვარს გარეთ მდებარე სამხედრო ბაზები:
– მე-7 სამხედრო ბაზა (ს/ნ 093221, ქ. გუდაუთა, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო)
– მე-4 სამხედრო ბაზა (ს/ნ 66431, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალი და ჯავა, სამაჩაბლო საქართველო)
– 102-ე სამხედრო ბაზა (ს/ნ 04436, ქ. გიუმრი, სომხეთი)
სადაზვერვო შენაერთები და სამხედრო ნაწილები (რფ-ს გენერალური შტაბის „გრუ“-ს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფები):
– სპეცდანიშნულების მე-10-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 51532, დ/პ მოლკინო, კრასნოდარის მხარე);
– სპეცდანიშნულების 22-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 11659, დ/პ სტეპნოი, როსტოვის ოლქი);
– სპეცდანიშნულების 346-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 31681, ქ. პროხლადნი, ყაბარდო ბალყარეთი);
– სპეცდანიშნულების 25-ე ცალკეული პოლკი (ს/ნ 05525, ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე);
– განსაკუთრებული დანიშნულების 154-ე ცალკეული რადიოტექნიკური ბრიგადა (ს/ნ 13204, ქ. იზობილნი, სტავროპოლის მხარე);
– განსაკუთრებული დანიშნულების 74-ე რადიოტექნიკური პოლკი (ს/ნ 68889, ქ. ვლადიკავკაზი, ჩ. ოსეთი);
საზღვაო ქვეითთა და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები:
– 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (ს/ნ 13140 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
– მე-8 ცალკეული საარტილერიო პოლკი (ს/ნ 87714 ქ. სიმფეროპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
– 126-ე ცალკეული სანაპირო დაცვის ბრიგადა (დ/პ პერევალნოე, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
– 382-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბატალიონი (ს/ნ 45765 ქ. ტემრიუკი, კრასნოდარის მხარე);
– მე-11 ცალკეული სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 00916 დ/პ უტაში, კრასნოდარის მხარე);
– 475-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ცენტრი (ს/ნ 60135 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
– 529-ე კავშირგაბმულობის კვანძი (ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
– წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 102-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ს/ნ 27203 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
– წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 136-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ს/ნ 75976 ქ. ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე);
– საზღვაო ქვეითთა 414-ე ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 95152, ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
– საზღვაო ქვეითთა 727-ე ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 20264, ქ. ასტრახანი, ასტრახანის მხარე);
– 46-ე ცალკეული სანაპირო სარაკეტო დივიზიონი (ს/ნ 85103, ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
– წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 137-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
გარდა სსო-ს შენაერთებისა, ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია საჰაერო-სადესანტო ჯარების შენაერთები:
– მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზია (ს/ნ 61756, ქ. ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე)
– 56-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა (ს/ნ 44858, ქ. კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი).
სსო-ს შეიარაღებაში გააჩნია: 400-დე „T-27“ და „T-90“ ტანკი; 1000-დე „ბმპ“ ქვეითთა საბრძოლო და „ბმდ“ დესანტის საბრძოლო მანქანა; 300-დე „ბტრ-80“ და „ბტრ-82ა“ ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორი; 800-მდე „მტლბ“, „ბტრ-დ“, „ბტრ-ი“ ტიპის გამწე; 450-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 250-დე ბუქსირებად ქვემეხი; 200-ზე მეტი ნაღმმტყორცნი; სხვადასხვა კალიბრის 250-ზე მეტი ზალპული ცეცხლის დანადგარი; 150-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი; 200-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და დანადგარი (მათ შორის „С-300В“, „ბუკ“-ი, „ტორ“-ი, „ოსა“ „სტრელა-10“) და 50-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო საქვემეხო კოპლექსი „ტუნგუსკა“.
სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაჯგუფების შემადგენლობაში შედის 3 საზენიტო-სარაკეტო პოლკი, მათ შორის ერთ-ერთი სსო-ში არსებული ერთადერთი სახმელეთო ჯარების, საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ანალოგია და გააჩნია „ბუკ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. სსო-ს ორი საზენიტო-სარაკეტო პოლკიდან, ერთერთმა (რომელიც განლაგებულია ნოვოროსიისკთან) შეიარაღებაში მიიღო საზენიტო-სარაკეტო „C-400“ კომპლექსი. გარდა ამისა, სსო-ში, (ასტრახანის ოლქში) კერძოდ აშულუკში მდებარეობს საზენიტო-სარაკეტო ძალების საწვრთნელი ცენტრი, სადაც განლაგებულია „С-300П“-ის ტიპის ორი საბრძოლო დივიზიონი.
სსო-ს სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის „სუ-24“ ტიპის 100-დე საფრონტო ბომბდამშენი, 80-ზე მეტი „სუ-25“ მოიერიშე და დაახლოებით 100-დე „მიგ-29“, „სუ-27“, „სუ-30“ გამანადგურებელი. სსო-ს არმიის ავიაციას ასევე გააჩნია 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი, მათ შორის 10 „კა-52,“ 30-ზე მეტი „მი-28ნ“ და 50-მდე „მი-24/35“, 12 ერთეული მძიმე სატრანსპორტო „მი-26“ და 60-ზე მეტე მრავალმიზნობრივი გამოყენების „მი-8/17“ ვერტმფრენი.
შავი ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში ირიცხება 2 წყალქვეშა ნავი, შავი ზღვის ფლაგმანი – სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „ქერჩი“, 3 სადარაჯო და 4 მცირე სარაკეტო გემი, 5 სარაკეტო კატარღა, 11 მტრალავი და 7 დიდი სადესანტო ხომალდი. კასპიის ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში შედის 2 სადარაჯო ხომალდი, 3 მცირე საარტილერიო ხომალდი, 6 სარაკეტო კატარღა, 4 ჯავშანკატარღა, 7 მტრალავი და 6 სადესანტო კატარღა.
არსებული ინფორმაცია წარმოადგენს რფ-ს სამხრეთ-სამხედრო ოლქის მიმოხილვას, რომლის მომზადებისას გამოყენებულია „wikipedia“-ს („Южный военный округ – Россия“) და სხვა ღია წყაროს საინფორმაციო მასალები.
ინფორმაცია მომზადებულია InformNapalm საიტის ქართული გვერდის და „სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი“-ს ინერესებში, მასალის გამოყენებისას ავტორის და წყაროს მითითება აუცილებელია.
No Responses to “რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი”