• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

    Logo

    support informnapalm
    Navigation
    • მთავარი
    • ახალი ამბები
      • დონბას
      • ყირიმის
      • სირია
      • მსოფლიო
      • ანალიტიკა
      • საქართველო
      • სხვა
    • ჩვენ შესახებ
    • დაგვიკავშირდით

    ოკუპანტების სამხედრო წვრთვნები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში

    By Falcon Born | on 2015-03-11 | 0 Comment | ახალი ამბები | საქართველო
    • ru
    • de
    • ge

    2015 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამაჩობლოში განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო სწავლებები, რომლის უმთავრეს მიზანსაც, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის მომზადება წარმოადგენს. მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფები სწავლებებზე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ უცნობ ადგილმდებარეობაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და პრაქტიკულად სწავლობენ ყველა სახის შეიარაღების გამოყენებას.

    აღსანიშნავია, რომ სწავლებებში ჩართულია სამხედრო ბაზების თითქმის ყველა ქვედანაყოფი, რაც ხაზს უსვამს მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მასშტაბურობას. საყურადღებოა, რომ ქვედანაყოფების მომზადებისას აფხაზეთში („წებელდა“ და „ნაგვალოუ“) და სამაჩაბლოში („ძარწემი“ და „ტონტობეთი“) მდებარე პოლიგონებზე გამართული სწავლებების ლეგენდა არის შეტევითი ხასიათის. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება სამეთაურო-საშტატო სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობენ 45-ე დეა 58-ე არმიის სხვა საჯარისო ელემენტები და ცალკეული ქვედანაყოფები.

    საქართველოსთვის მუდმივი საფრთხის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, მასშტაბური სამხედრო წვრთვნები მიმდინარეობს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის მთელს პერიმეტრზე. უკანასკნელ პერიოდში ინტესიური ხასიათი მიეცა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის საბძოლო მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებებს. საყურადღებოა, რომ ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე გალკინი და ოლქის სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სწავლებებს. გარდა ამისა, ჩატარდა 58-ე და 49-ე არმიების ქვედანაყოფების მეთაურების შეკრებები, რომლებზეც შეისწავლეს ბრძოლის წარმოების ახალი მეთოდები, რომელთაც ასევე განსაკუთრებული ყურადება ეთმობათ ქვედანაყოფების სწავლებებზე.

    7k8got1AX6g  kosta_089 08.09.2013 Nagvalou bAY8DAsoaRk knightoftwilight 09.01.2014 Dzarcemi LzP01mtoz0E  4 апреля 2013 java-dzarcemi qagsHKUjr-I 9 августа 2013  Nagvalou

    პარალელურად, 2015 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან, ჩრდილოეთ ოსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ადიღეში ინტენსიურად მიმდინარეობს სამხრეთ სამხედრო ოლქის სპეცდანიშნულების, მოტომსროლელი  და სამთო ბრიგადების, მოტომსროლელი შენაერთების სადაზვერვო ქვედანაყოფების სწავლება, რომელზეც სამხედროები ითვისებენ სხვადასხვა სახის ბრძოლის ორგანიზების საკითხებს. საყურადღებოა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უჩვეულო და მოულოდნელი მოქმედებებით წარმატების მიღწევის მეთოდების ათვისებას.

    ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან მიმდინარე მასშტაბური სამხედრი წვრთვნებით რფ მიზნად ისახავს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებას და სამხრეთის სტრატეგიულ  მიმართულებაზე   (საქართველოზე) შესაძლო სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მომზადებას. გარდა ამისა, კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მუდმივი შიშის რეჟიმში შენარჩუნება და სამხედრო აგრესიის განახლების შესაძლებლობის ღიად დატოვება, რითაც ცდილობს საფრთხე შეუქმნას საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის დასავლურ კურსს.

    შენიშვნა: ჩანაწერთან წარმოდგენილი ფოტომასალა თემატურია, ასახავს მე-7, მე-4 ს/ბაზებზე ადრე გამართულ სწავლებებს.

     

    არსებული სტატიის რუსული ვერსია იხ. მოცემულ ლინკზე “Крупномасштабные военные учения российских оккупантов в Абхазии и регионе Самачабло – Грузия”

    ავტორი: ირაკლი კომახიძე

    ინფორმაცია მომზადებულია სპეციალურად საიტისთვის InformNapalm, მასალის გამოყენებისას ავტორისა და ჩვენი საიტის მითითება აუცილებელია.

    Recent Posts

    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    No Responses to “ოკუპანტების სამხედრო წვრთვნები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში”

    Leave a Reply Cancel Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *


    *
    *

    Keep Update With InformNapalm

    RSSSubscribe 0 Followers
    • Popular
    • Recent
    • Comments
    • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

      2014-12-23 - 0 Comment
    • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

      2015-01-18 - 0 Comment
    • ტერორისტები მუდმივად ხსნიან ცეცხლს მშვიდობიანი რაიონებიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. კოორდინატები ეუთო–სთვის

      2015-01-18 - 0 Comment
    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Attribution CC BY

    88x31

    This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

    June 2026
    MTWTFSS
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930 
    « Oct    

    Tags

    2008 წლის აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთი – უკრაინა რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული ოკუპაცია ს/ნ 09332 საქართველო სირია ს–300

    Flickr Gallery

    • მთავარი
    • Privacy Policy
    • დაგვიკავშირდით
    • Languages
    © 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.
    Go to mobile version