საერთაშორისო ვოლონტიორული გუნდი InformNapalm აგრძლებეს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ფაქტებზე მტკიცებულებების შეგროვებას. 2015 წლის 3 ნოემბერს, ჩვენს მიერ გავცელებული იყო ექსკლუზიური ვიდეომასალები, სადაც ასახულია თუ როგორ ერთობოდნენ ოკუპანტები 2008 წლის აგვისტოში ქ.გორის მიდამოებში და ეს ყოველივე გამოცხადებული ზავის შემდეგ.
ჩვენს არქივებში კიდევ ბევრი სხვა მასალაა, რომელიც ოკუპანტების მარადიორობისა და ვანდალიზმის ფაქტებს ასახავს, რაც თავის დროზე წარდგენილი იქნება საერთაშორისო ინსტანციებში. უკვე გამოვლენილია ამ ვანდალიზმში მონაწილე რუსი სამხედრო დამნაშავეთა ნაწილი – „СКВО“-ს (ჩრდილოეთ კავსკასიის სამხედრო ოლქი, ამჟამად “ЮВО“ – სამხრეთის სამხედრო ოლქი) ერთ–ერთი მოტომსროლელი შენაერთის ტანკისტები და ფსკოვის 104–ე საჰაერო-სადესანტო პოლკის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია გამოქვეყნებულია მოცემულ ბმულებზე:
– Покаяние псковского десантника
– О “мужестве” псковских десантников
ინფორმაცია მომზადებულია სპეციალურად InformNapalm საიტისთვის
No Responses to “რუსი ოკუპანტების გართობა ზავის გამოცხადების შემდეგ”