
ცენტრ “Миротворец“-ის მეგობრული რესურსი, რომელთანაც InformNapalm–ი (საერთაშორისო ვოლონტიორული საზოგადოება) მჭიდროდ თანამრომლობს უკვე წელიწადზე მეტია, აგრძელებს „განსაწმენდელში“ – “Чистилище”-ს მონაცემთა ბაზაში დონბასში მებრძოლ რუს სეპარატისტთა მონაცემებიოს შეტანას. ამჯერად „განსაწმებდელში“ მოხვდა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი.
“Миротворец“-ის ცენტრის „განსაწმებდელში“ მონაცემთა ბაზის ჩანაწერში აღნიშნულია: თიბილოვი ლეონიდ ხარიტონის ძე – სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი, კრემლის მარიონეტი და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი. „სამხრეთ ოსეთი“ – საქართველოს ცხინვალის რეგიონია, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. თიბილოვი კავშირშია ეთნიკურ წმენდასთან ცხინვალის რეგიონში როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ისე 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად, რომელიც ტარდებოდა ერთობლივად – სეპარატისტების, რუსი სამხედროებისა და დაქირავებული მებრძოლების მიერ. თიბილოვი მფარველობს და ხელს უწყობს ადგილობრივ ოს მებრძოლეებს, რომლებიც მასობრივად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ დონბასში 2014 წლის გაზაფხულიდან.
ჩანაწერში მოყვანილია ლ. თიბილოვის ბოგრაფიის ზოგიერთი დეტალი. აღნიშნულია მისი წარსული მუშაობა სუკ-ში და მოღვაწეობა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მთავრობაში“. აგრეთვე ის, რომ თიბილოვის წამოყენება და გამარჯვება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში განპირობებული იყო კრემლის კურატორის – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის ვ. სურკოვის მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მარიონეტი ლ. თიბილოვი არის მორჩილი მსახური, იგი სუსტი პოლიტიკოსი და ადმინისტრატორია, რომელსაც არ ახასიათებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ლ. თიბილოვი დამოკიდებულია მათზე, ვინც მხარი დაუჭირა და დააფინანსა მისი „საარჩევნო კამპანია“ – ესენია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების დღევანდელი ხელმძღვანელები – „შსს“-ში ლავოევი და „საგარეო დაზვერვაში“ რატიკოევი, აგრეთვე რფ-ში მცხოვრები ოსი ბიზნესმენი მარგიევი. ისინი დაკავებულნი არიან გავლენის სფეროების გადანაწილებითა და კორუფციული სქემებით, მათ შორის რუსეთიდან „სამხრეთ ოსეთის აღსადგენად“ შემოსული ფულის გათეთრებით, რომლის ნაწილიც „ოტკატების“ სახით უბრუნდება პუტინის ადმინისტრაციას, ნაწილი კი რჩება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ლიდერების ჯიბეებში. ახლახანს ლ. თიბილოვმა შეიძინა ახალი ძვირადღირებული ბინა მოსკოვში, „პრემიერ“ კულუმბეგოვის ოჯახმა ხელთ ჩაიგდო ხე-ტყის ბიზნესი, ხოლო „პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ ჩოჩიევი დაკავებულია 2008 წ. აგვისტოს რუსული აგრესიის დროს დანგრეული საცხოვრებლების აღსადგენად გამოყოფილ სამშენებლო მასალათა გაყიდვით.
ლეონიდ თიბილოვი ცნობილია დონბასელ სეპარატისტთა მხარდამჭერი არაერთი განცხადებით. მეტიც, თიბილოვი ხვდებოდა „დსრ/ლსრ“-ის ზოგიერთ ლიდერებს, რომლებიც არააღიარებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ აღიარა ჯერ კიდევ შარშან. ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ლ. თიბილოვმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს ჩაატაროს რეფერენდუმი ამ სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე, რის შესახებაც აცნობა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს მათი შეხვედრისას ცხინვალში 19 ოქტომბერს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „მიროტვორეც“-ის ცენტრმა „განსაწმებდელში“ შეიტანა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი რაულ ხაჯიმბა. სავარაუდოდ, იგივე ბედი ეწევა სხვა სეპარატისტებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც ხელს უწყობენ პრორუს ტერორისტებს.
ინფორმაცია მომზადებულია სპეციალურად InformNapalm საიტისთვის, მასალის გამოყენებისას ავტორისა და ჩვენი საიტის მითითება აუცილებელია.
ჩანაწერი ნათარგმნია InformNapalm–ის გუნდის ქართველი მხარდამჭერების მიერ
No Responses to “სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ლიდერი შეყვანილია „განსაწმენდელში“”