
ხშირად გვეკითხებიან, როგორ შეიქმნა InformNapalm-ის საზოგადოება, ვინ არიან მისი მოხალისეები, როგორ ფუნქციონირებს ის, ვინ აფინანსებს და ვინ არის ჩვენი მასალების მკითხველი? ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად შევკრიბოთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმული კითხვებზე.
საზოგადოება “InformNapalm” დაარსდა 2014 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, მისი დაარსების მიზანი იყო რფ-ის მიერ წარმოებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა და მტკიცებულებების დემონსტრირება რუსეთის აგრესიის შესახებ, რომელიც საწყის ეტაპზე შენიღბული იყო „ყირიმის თავდაცვის“ მოქმედებებისა და შიდა უკრაინული სამოქალაქო დაპირისპირების თეზისებით. უკრაინელმა პატრიოტებმა, ოფიციალური სტრუქტურების დაბნეულობის ფონზე, თავის თავზე აიღეს ყირიმში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შესახებ მტკიცებულებების შეგროვების და მსოფლიო საზოგადოების რამოდენიმე ენაზე ინფორმირების ფუნქცია.
დღეისათვის InformNapalm-ი ერთ-ერთი უმძლავრესი რესურსია, რომელიც აწარმოებს საკუთარ გამოძიებებს და აქვეყნებს ცალკეულ მონაცემებს რუსეთის უკრაინაში აგრესიის დამადასტურებელ ფაქტებზე. საზოგადოების მოხალისეები გულდასმით აგროვებენ, აანალიზებენ და ფართო საზოგადოებას წარუდგენენ დონბასში გამოუცხადებელ ომში რუსეთის რეგურალური არმიის მონაწილეობის ფაქტებს. გარდა მოხალისე-მზვერავებისა, რომლებიც ახორციელებენ ღია წყაროებიდან (ვიდეო და ფოტოფაქტები, თანამგზავრული სურათების მონაცემები, ინფორმაცია სოციალური ქსელების პროფილებიდან) ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს, და ინსაიდერებისა, რომლებიც უშუალოდ ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) ზონაში იმყოფებიან, InformNapalm-ის საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს შეადგენენ მოხალისე-თარჯიმნები, რომლებიც აქვეყნებენ შეგროვილ მონაცემებს 20 ენაზე. ჩვენი მოხალისეობრივი პროექტი წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების, რწმენის, პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ქსელურ კომუნიკაციის პროდუქტს. მათ აერთიანებს უკრაინაში აგრესორის დამარცხების და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი.
ვებ-გვერდ InformNapalm.org-ის დამფუძვნებელია, მთავარი რედაქტორი და საზოგადოება InformNapalm-ის მოხალისე – სამხედრო ჟურნალისტი რომან ბურკო (უკრაინა). პროექტის თანადამფუძნებელია – მკვლევარი და სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი კომახიძე (საქართველო).
საზოგადოების გეოგრაფია ფართოა, მასში გაერთიანებული არიან მოხალისეები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან), ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. InformNapalm-ის საინფორმაციო მზვერავების ნაწილის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რადგან მათ შორის არიან მკაცრად კონსპირირებულებიც, რომლებიც მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. OSINT-გამომძიებლების ნაწილს უკვე დიდი ხანია იცნობენ საექსპერტო გაერთიანებებში. ესენი არიან – Irakli Komaxidze (საქართველი), Anton Pavlushko (გერმანია),Vitalij J. (უკრაინა, ლუგანსკი), Viktory К. (უკრაინა, კრამატორსკი) და სხვები.
InformNapalm-ის მოხალისეები ერთმანეთში კომუნიკაციას ახდენენ სოციალურ ქსელებში, აგრეთვე ურთიერთობენ დაშიფრული „ჩატების“ მეშვეობით. აგრეთვე სოციალურ ქსელების მეშვეობით ხდება მკითხველთან ძირითადი კომუნიკაცია. გარდა ამისა, საზოგადოება მართავს რამოდენიმე არხს YouTube-ზე, რომლებზეც იდება ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესაბხე. აღსანიშნავია, რომ InformNapalm-ის მიერ განთავსებული ერთერთი პირველი ვიდეორგოლი ასახავდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების (ე.წ. „მწვანე კაცუნების“) მოქმედებებს უკრაინული სამხედრო ნაწოილის წინააღმდეგ სევასტოპოლში. 24 საათში ამ ვიდეომ დააგროვა 2 მილიონამდე ნახვა მხოლოდ YouTube-ის ჩვენს არხზე. ეს კადრები მსოფლიო საზოგადოებისთვის უტყუარი მტკიცებულება გახდა და მსოფლიოს დაეხმარა ენახა, თუ რა ხდებოდა რეალურად ოკუპირებულ ყირიმში რუსული სპეცოპერაციის პირველ დღეებში.
ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ფართო საზოგადოებისთვის ყოველთვის არ ხმაურდება ის, რაც ცნობილია InformNapalm-ისთვის. ინფორმაცია იარაღია, რომელიც ბირთვულ ენერგიას ჰგავს, ის კაცობრიობის ბევრ პრობლემას წყვეტს, მაგრამ შეუძლია დამანგრეველ და დამღუპველ ძალად იქცეს. მოპოვებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი გადაეცემა უკრაინის ძალოვან სტრუქტურებს, რომელთა კომპეტენციაშიცაა ჩაატაროს დამატებითი მოკვლევა, დაგეგმოს და განახორციელოს მოწინააღმდეგის დაკავების ან ლიკვიდაციის სპეცოპერაციები. ამავე დროს InformNapalm-ი არ მუშაობს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის ან პოლიტიკური ძალის დაკვეთით. ჩვენ ვართ თანამოაზრეთა არაფორმალური საზოგადოება სუბორდინაციის, რანჟირებისა და თანამდებობების გარეშე. ყოველი ჩვენთაგანი შეძლებისდაგვარად მოქმედებს საერთო გამარჯვებისთვის.
2014 წლის აპრილიდან საზოგადოებამ კონცენტრირება მოახდინა იმ ინფორმაციის მორპოვება, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ატო-ს ძალებისთვის დონბასში ბოევიკებთან ბრძოლაში. შეიქმნა სამუშაოს რამოდენიმე ძირითადი მიმართულება. მათ შორის თავისი მოქმედებების კოორდინაციისთვის ტერორისტების მიერ გამოყენებული Zello-ს არხების მოსმენა, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და ტექნიკის დაგროვების ადგილების, მისი ინფრასტრუქტურის და ბლოკპოსტების განლაგების მოძიება და რუკის შედგენა. ვინაიდან იმ დროს ჯერ არ არსებობდა ძალების მკვეთრი გამყოფი ხაზი, InformNapalm-ის მოხალისეები ეხმარებოდნენ სამხედროებს ადგილის ანალიზში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ინსაიდერების დახმარებით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადგენდნენ ანალიტიკურ ცნობებს მოწინააღმდეგის მოქმედებებზე. იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ მასალად იქცა სტატია “ხო ში მინის ბილიკი, ანუ როდის შეკრავენ უკრაინელი ძალოვანები რკალს სლავიანსკის ირგვლივ?“, სადაც მითითებული იყო მარშრუტები, რომლებითაც ბოევიკები აღწევდნენ ატო-ს დანაყოფებით ფორმალურად ალყაშემორტყმულ ქალაქში.
ჟურნალისტიკის და მოვლენების საჯაროდ გაშუქების ძალა იმაშია, რომ როდესაც პოლიტიკოსები და გენერლები დაზვერვის მონაცემების საბოტაჟს ახდენენ და უმოქმედებას ანიჭებენ უპირატესობას, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა აიძულებს მათ საპასუხისმგებლო გადაწყვწტილებების მიღებას.
საიარაღო ოთახის საიდუმლო
უკვე 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ატო-ს ძალების წინააღმდეგ ბოევიკები იყენებდნენ რუსული წარმოების საკმაოდ მრისხანე იარაღს, მათ შორის სნაიპერულ შაშხანებს, ყუმბართმტყორცნებს, ჯავშანტექნიკას, საზენიტო დანადგარებს, უპილოტო საფრენ აპარატებს. ამიტომ InformNapalm-მა დაიწყო ინფორმაციის მოძიება და დემონსტრირება რუსული ე.წ „ვოენტორგის“ ნიმუშების, რომლებიც შემჩნეული იყო დონბასის ტერიტორიაზე.
ცნობები ომთან დაკავშირებით
2014 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე დონბასში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. ამ დროს საზოგადოების მოხალისეები არტემ ვასილენკო და რომან ბურკო აქვეყნებდნენ რეგულარულ ცნობებს ბრძოლის ველიდან. ამ ცნობების მასალებში იყო ძლიერი ანალიტიკური შემადგენელი, კერძოდ გაფრთხილება ატო-ს მტრის სახი
ფათო მანევრებზე. პირველად InformNapalm-ის ცნობებში გაიჟღერა გაფრთხილებამ დ-სექტორში (ილოვაისკის ქვაბული) მოსალოდნელ კატასტროფაზე. ყველა ცნობა ილუსტრირებული იყო რუკებით, რომლებსაც მოწინააღმდეგემ შემდგომში ნატოს რუკები უწოდა.
მტრის გაცნობა
კრემლი ყველანაირად ცდილობდა დაემალა თავისი მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ომში, ამიტომ კრემლი მკაცრად მალავდა ინფორმაციას უკრაინაში დაღუპულ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებზე. საზოგადოების აქტივისტები პოულობდნენ პერსონალურ ინფორმაციას დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებზე და ასაჯაროვებდნენ მას. უკრაინელ ძალოვანებს არაერთხელ აქვთ მოხალისეებისთვის მოწოდებული ტყვედ აყვანილი რუსი ბოევიკების და ჯარისკაცების დაკითხვის ექსკლუზიური ვიდეომასალები, ვინაიდან საკმაოდ ეფექტურად და სასარგებლოდ თვლიან ჩვენი არაფორმალური საზოგადოების საინფორმაციო სამსახურს. ამის ნათელი მაგალითია ს/ნ 30616-6 (523-ე გვარდიის მოტომსროლელი სასწავლო პოლკი) რფ არმიის სერჟანტის ევგენი ტურის და დსრ-ს (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) შემადგენლობაში შემავალი რუსი ბოევიკის ფედორ უსტინოვის გასაჯაროვებული დოკუმენტები.
შეხების ხაზის რუკა
2014 წლის სექტემბერში მინსკის პირველი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეუძლებელი იყო დონბასში ძალების გამიჯვნაზე დეტალური ინფორმაციის პოვნა. მაგრამ 2014 წლის დეკემბერში საზოგადოების მოხალისეებმა მოიპოვეს დსრ-ს მეთაურის ი.პლოტნიცკის უახლოესი გარემოცვის განკარგულებაში მყოფი ოპერატიული რუკის ელექტრონული ვერსიის ორიგინალი. 2015 წლის 8 იანვარს ეს რუკა გამოქვეყნდა საიტზე InformNapalm.org და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა გადმოსაწერად, შესასწავლად და გასაანალიზებლად.
MH17
InformNapalm-ის მოხალისეები აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, დონეცკის ცაზე მალაიზიური „Boeing-777“ განადგურებაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობაზე მტკიცებულებების შეგროვებაში. InformNapalm-ის გამოძიების მასალები გადაეცა ნიდერლანდების პოლიციას.
პირველი გამოძიება ეხებოდა რფ-ის თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო ბაზის (ს/ნ83466) საავტომობილო ბატალიონის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცის დმიტრი ზუბოვის პროფილში სურათების იდენტიფიკაციას, სადაც ასახული იყო საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ კოლონის გადაყვანა უკრაინის საზღვართან. გადაყვანა მოხდა MH17-ის ტრაგედიამდე ზუსტად 14 დღით ადრე. პუბლიკაციის შემდეგ დმიტრი ზუბოვის პროფილი სასწრაფოდ გაუქმდა და იყო ინფორმაციის განადგურების მცდელობა, მაგრამ ის შენახული იქნა არქივებში და მსურველთათვის ახლაც ხელმისაწვდომია.
მეორე გამოძიება ეხებოდა Volvo-ს გამწეს, რომლითაც გადაჰქონდათ „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ გამწეს ფოტო დევს საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშებში ნივთმტკიცების სახით.
მოხალისეებმა ასევე დაადგინეს ბოევიკების ტექნიკის ბაზის ზუსტი ადგილმდებარეობა (ქ.სნეჟნოე, მაღარო „უდარნაიას“ მახლობლად, ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორია), სადაც უკვე ოქტომბერში, ტრაგედიიდან რამოდენიმე თვეში, ინახებოდა ზემოაღნიშნული გამწე. აღსანიშნავია, რომ Boeing-ის ნამსხვრევები ნაპოვნია შახტერსკის რაიონში (სნეჟნოედან 20 კმ-ში), სადაც დაფიქსირდა Volvo-ს გამწე.
საინტერესოა, რომ ორივე გამოძიება ჩაატარეს InformNapalm-ის მოხალისეებმა, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან საბრძოლო მოქმედებების ზონაში და მათზე ვერაფრით იტყვი, რომ ისინი „ტახტზე მჯდომი მეომრები“ არიან, როგორც ამას ბლოგერებზე ამბობენ ხოლმე. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ყველაფერს გამარჯვებისთვის, მათ შორის საინფორმაციო ფრონტზეც.
ღია წყაროების დაზვერვა – OSINT
InformNapalm-ის ბოლოდროინდელი პუბლიკაციების უმრავლესობა ეძღვნება უკრაინაში და მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო დანაყოფების გამოვლენას. რუსი ჯარისკაცების მიერ სოციალურ ქსელებში დადებული სურათების მასალებზე დაყრდნობით ქვეყნდება ვრცელი სტატიები «Вконтакте» და «Одноклассники»-ს გვერდების ე.წ. „სქრინშოთებით“. აგრეთვე ხდება იარაღისა და ტექნიკის იდენტიფიცირება იმ ვიდეოების მიხედვით, რომლებსაც აქვეყნებენ ბოევიკები და რუსეთის პროპაგანდისტური მედიასაშუალებები. ხორციელდება უპილოტო საფრენი აპარეტებისა და თანამგზავრული ფოტოების გაანალიზებაც. ელიტური რუსული ქვედენაყოფების სამხედრო მოსამსახურეებიც კი ხდებიან საინფორმაციო ძიების ობიექტები მათ მიერ დონბასში გადაღებული ე.წ. „სელფების“ მიხედვით.
ვინ აფინანსებს საზოგადოებას
საზოგადოება არაკომერციული პროექტია და არც საზოგადოებრივ ორგანიზაციად არ არის ფორმირებული. პროექტის მხარდაჭერის ყველა დანახარჯს უზრუნველყოფენ თავად მოხალისეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ინფორმაციის მოპოვებაში, ვებ-რესურსის ადმინისტრირებაში და მასალების თარგმნაში. ტექნიკური დანახარჯების დაფარვა ხდება საიტის სარეკლამო შემოსავლებიდან. სახელმწიფო ინსტიტუტები არ აფინანსებენ პროექტს და მას მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ.
ვინ კითხულობს InformNapalm-ს
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ყურადღებიან მკითხველს და ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ეხმარებიან მოხალისეებს. თქვენი გაზიარებებისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევის გარეშე InformNapalm-ის მოხალისეებზე ვერაფერს გაიგებდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები. კარგად ორგანიზებული საინფორმაციო მუშაობის წყალობით, კრემლის დანაშაულის ფაქტები ცნობილი ხდება უკრაინის ფარგლებს გარეთ. თუმცა მარტივი არ არის სამხედრო შტაბების, სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კაბინეტების და მსოფლიო მედიისთვის მიღებული მონაცემების მიწოდება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მუშაობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინფორმაციის მიწოდებაზე მათთვის, ვისაც შეუძლია ის იარაღადგამოიყენოს.
საზოგადოების მოხალისეებს არაერთი შეხვედრა აქვთ ჩატარებული სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მრავალი ქვენის დიპლომატებთან, ისინი უზიარებდნენ მათ ინფორმაციას დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე და უკრაინაში რუსული აგრესიის თაობაზე. ასევე ფიქსირდება უცხო ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესება ჩვენი მასალების მიმართ. ჩვენი საიტის მნახველების IP-მისამართების ანალიზიდან ჩანს, რომ მას კითხულობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ნიდერლანდების, კანადის, ისრაელის, სლოვაკეთის, ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის სახელმწიფო სტრუქტურებში, ნატოში და სხ. შენიშვნა:რესურსის ტექნიკურმა ადმინისტრატორმა ჩაატარა მოთხოვნების ანალიზი და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სტრუქტურებისა, რომლების IP-მისამართები არის დაფიქსირებული
ეს ადასტურებს ჩატარებული სამუშაოს ეფექტიანობას. მნახველების საერთო რაოდენობა საიტზე InformNapalm.org დღე-ღამეში მერყეობს 10-დან 30 ათასამდე, რაც შეიძლება საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ჩაითვალოს ვიწროპროფილური რესურსისთვის, რომლის განახლებების პერიოდულობა დაბალია (1-3 მასალა დღე-ღამეში).
მასალების თარგმნა
დღეისათვის საზოგადოების საიტზე მუშაობს 20 ენოვანი რედაქცია, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ და წარადგენენ არა მექანიკურ, არამედ ცოცხალი ადამიანების მიერ ნათარგმნ მასალებს.
ძირითადი ევროპული ენების გარდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ესპანური), საიტზე გახსნილია თურქული, ქართული, ჩინური და სხვა რედაქციები.
საკუთარი გამოძიებების თარგმნისა და გავრცელების გარდა InformNapalm-ის მოხალისეები აგრეთვე თანამშრომლობენ საერთაშორისო ექპერტებთან. კერძოდ, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Atlantic Council-ის (ატლანტიკური საბჭო) ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მოხსენება „ყველას თვალწინ დამალვა“, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ოფიციალურად იყო ნათარგმნი რუსულად საზოგადოების მოხალისეების მიერ, რაც ნახსენებია თვით მოხსენებაში. ამ ანგარიშში აგრეთვე იყო გამოყენებული InformNapalm.org-ის მიერ ჩატარებული გამოძიებების მასალები. ამ დროისათვის სრულდება მოხსენების თარგმნა უკრაინულ ენაზე. საზოგადოება InformNapalm აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევას, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალყურს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ყველა ღონეს ხმარობს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებისთვის.
აქტიური ძალისხმევა და InformNapalm-ის სპეცპროექტები
ამ მომენტში საზოგადოება InformNapalm-ი მუშაობს საკუთარი გამოძიებების ინფოგრაფიკის სერიის მომზადებაზე. 2015 წლის თებერვალში ჩვენმა მოხალისეებმა წარადგინეს ინფოგრაფიკა „რუსეთის დონბასში ყოფნის ფაქტების ტოპ-ათეული“. ის შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას, რომელიც ვერ ჩაითვლებოდა ნადავლად და ამტკიცებდა რუსეთის უშუალო მონაწილეობას ომში. აგვისტოს ბოლოსათვის იგეგმება ახალი, კიდევ უფრო ფართო მასალის „რუსეთის მონაწილეობის ფაქტების ტოპ-ათეული“-ს წარდგენა, რომელშიც შევა გამოძიებების შედეგად მიღებული სტატისტიკური მონაცემები რფ-ის შეიარაღებული ძალების კონკრეტული სამხედრო დანაყოფების დასახელებით, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნენ დონბასში OSINT-ის დახმარებით.
InformNapalm-ის სამუშაოების ყველა მიმართულების ერთ სტატიაში მიმოხილვა შეუძლებელია.
ეს არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამოანების ქსელურ კომუნიკაციაზე აწყობილი მოხალისეობრივი საინფორმაციო მუშაობის კონსოლიდაციის ნათელი მაგალითი. ეს ადამიანები არიან აქტიურები, კრეატიულები და თავდადებულები, მათი პირადი ისტორიები თავისებურად საინტერესოა და ალბათ ოდესმე შევლენ უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უახლეს ისტორიაში.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
ჩანაწერი ნათარგმნია ნადეჟდა გუბელაძეს მიერ
No Responses to “InformNapalm – ისტორია. ყველაზე ხშირად დასმული კითხვები (FAQ)”