• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

Logo

support informnapalm
Navigation
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • დონბას
    • ყირიმის
    • სირია
    • მსოფლიო
    • ანალიტიკა
    • საქართველო
    • სხვა
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

დონბასის რეგიონში დაფიქსირებულია რუსეთის არმიის შეიარაღებისა და ტექნიკის თავმოყრა: ტანკები, საბრძოლო მანქანები, არტილერია და საზენიტო საშუალებები (აერო–ფოტოგადაღება)

By Komaxidze Irakli | on 2016-10-17 | 0 Comment | ახალი ამბები | დონბას | რუსეთის აგრესია Print This Post Print This Post
  • ru
  • fr
  • de
  • es
  • by
  • cz
  • ua
  • pl
  • tr
  • pt
  • en
  • lt
  • ge
  • bg
  • sv
  • no
  • dk

Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0

ვოლონტერულმა აეროდაზვერვამ საერთაშორისო სადაზვერვო გაერთიანება InformNapalm–ს გადმოსცა უკრაინის დონბასის რეგიონში რფ–ს საოკუპაციო ჯარების შეიარაღებისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილის ახალი ფოტომტკიცებულებები. InformNapalm–ის OSINT–ექსპერტების მიერ გატარებული იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ აეროდაზვერვის კადრებში მოხვედრილია  რუსი ოკუპანტების გაძლიერებული საბატალიონო–ტაქტიკური ჯგუფი. ხოლო დაფიქსირებული რუსული ექსკლუზიური საშუალებების ნაწილი ადასტურებს ამ ტაქტიკური დანაყოფის რუსულ კვალს.


ფიქსაციის ადგილი: დონეცკის ოლქი, დასახლებულ პუნქტ ჩისტიაკოვოს (ყოფილი ტორეზი) სამხრეთ–დასავლეთით. კოორდინატები: 47°59’26.1″N 38°36’17.0″E.

კადრში მოხვედრილია Т-64БВ და ძველი მოდიფიკაციის Т-72Б (შეიარაღება 125 მმ. ქვემეხი) 20 ერთეული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (БМП-1/БМП-2) 25 ერთეული, თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 «Гвоздика» (122 მმ.) 4 ერთეული, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 5 ერთეული, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი 9К35 «Стрела-10» და სხვა ტექნიკა.

ასევე ფოტომასალაში დაფიქსირებულია რუსული პირველადი დახმარების სადგური (АП-2), რომელიც 2016 წლის აგვისტოში ფიგურირებდა InformNapalm–ის  OSINT-გამოძიებაში ე.წ. ავდეევკას პრომზონიდან 3 კმ–ში. თუმცა, ყველაზე მთავარი აღმოჩენაა  2 ერთეული საინჟინრო გამნაღმველი მანქანა  «Метеорит»–ი, რომლებიც შეიარაღებაში მხოლოდ რუსეთს გააჩნია.

აღნიშნული საინჟინრო საშუალება თავისი უშუალო დანიშნულების  – ობიექტების განაღმვის გარდა,  განკუთვნილია გამაგრებულ შენობა–ნაგებობებში (საყრდენ პუნქტებში) ცოცხალი ძალის განადგურებისთვის. მისი გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით დაფიქსირებულია მე–2 ჩეჩნური ომის დროს, დონბასზე დონეცკის აეროპორტის შტურმისას და სირიაში ქ. ჯობართან გამაგრებულ რაიონზე იერიშის მიტანისას.

InformNapalm–ის მიერ გატარებულია არა მხოლოდ პირველადი აერო–ფოტოგადაღების მასალის შესწავლა–დეტალიზაცია და ტექნიკის იდენტიფიკაცია, არამედ აღმოჩენილია დოკუმენტური ფოტო- და ვიდეომასალა დ/პ ჩიასტიაკოვოს პოლიგონის რაიონიდან, სადაც ზემოხსენებული შეიარაღება და ტექნიკა ბოევიების და რუსი ოკუპანტების სოცქსელების გვერდებზე ფიგურირებს.

ფოტოსურათზე წარმოდგენილია ხსენებულ რაიონში ტანკების  კოლონა – 20 ერთეულამდე.

წარმოდგენილი აერო–ფოტოგადაღება ადასტურებს, რომ არანაირი მინსკის და სხვა საერთაშარისო შეთანხმებები არ სრულდება და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. რუსეთი განაგრძობს ტექნიკისა და შეიარაღების თავმოყრას უკრაინის დონბასის რეგიონის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

რუსეთის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ქმედებებით – მისი მკაცრი კონსოლიდაციით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებითა და რფ–სთვის გაერო–ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევით.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საშემოდგომო სესიაზე, რომელიც 2016 წლის 10 – 14 ოქტომბერს გაიმართა, უკრაინის დელეგაციის მიერ წარდგენილი იყო საერთაშორისო სადაზვერვო გაერთიანება InformNapalm–ის ძალისხმევით მომზადებული მოხსენება  დონბასზე რუსული შეიარაღება.

აღნიშნული მოხსენება მკაფიოდ ასახავს მტკიცებულებებს იმ შეიარაღება–ტექნიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწვდის დონბასში მოქმედ ტერორისტულ ძალებს. მათ შორის ფიქსირდება არა მხოლოდ ძველი საბჭოური შეიარაღება, არამედ თანამედროვე ნიმუშის სხვადასხვა საშუალებები, რომლებსაც რუსეთი თავისი მომსახურე სამხედრო პერსონალთან ერთად აგზავნის უკრაინის აღმოსავლეთში.

არსებულ ვითარებაში უკრაინა საჭიროებს არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ეკონომიკურ, არამედ მის მძლავრ სამხედრო დახმარებას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიისთვის ლეტალური და არალეტალური თანამედროვე შეიარაღების მიწოდება წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ ფაქტორს კრემლის აგრესიული ამბიციების შეკავებაში, რომლის გეგმებში უკრაინის სრული ოკუპაცია, ასევე ევროკავშირისა და ნატო–ს საზღვრებთან ვითარების დესტაბილიზაცია შედის.

აეროდაზვერვის მასალების საფუძველზე ადრე გამოქვეყნებული მასალები იხილეთ ბმულზე

–––––––––––––

პუბლიკაცია მომზადებულია InformNapalm–ის  საკუთარი OSINT–გამოძიების საფუძველზე  

(CC BY)  InformNapalm.org

 

Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0

Tags: რუსეთი – უკრაინარუსეთის აგრესია უკრაინაში

Recent Posts

  • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

    2020-10-15 - 0 Comment
  • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

    2019-08-08 - 0 Comment
  • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

    2018-08-07 - 0 Comment

No Responses to “დონბასის რეგიონში დაფიქსირებულია რუსეთის არმიის შეიარაღებისა და ტექნიკის თავმოყრა: ტანკები, საბრძოლო მანქანები, არტილერია და საზენიტო საშუალებები (აერო–ფოტოგადაღება)”

Leave a Reply Cancel Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


*
*

Keep Update With InformNapalm

RSSSubscribe 51157 Followers
  • Popular
  • Recent
  • Comments
  • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

    2020-10-15 - 0 Comment
  • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

    2014-12-23 - 0 Comment
  • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

    2015-01-18 - 0 Comment
  • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

    2020-10-15 - 0 Comment
  • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

    2019-08-08 - 0 Comment
  • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

    2018-08-07 - 0 Comment

Attribution CC BY

88x31

This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

March 2023
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Oct    

Tags

2008 წლის აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთი – უკრაინა რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული ოკუპაცია ს/ნ 09332 საქართველო სირია ს–300

Flickr Gallery

  • მთავარი
  • Privacy Policy
  • დაგვიკავშირდით
  • Languages
© 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.
Go to mobile version