რუსი ავტოინსპექტორი – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება „ნოვოროსიის“ მონაწილე.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახლანდელ აგრესიასა და საქართველოს წინააღმდეგ რფ 2008 წლის აგრესიას შორის ბევრი საერთოა. ორივე შემთხვევაში ეს კონფლიქტები ინსპირირებულია რუსეთის მიერ: ისინი დაიწყო მის მიერ კონტროლირებად სეპარატისტთა მხარდაჭერით, შემდეგ კი მოხდა შეჭეა სუვერენულ სახელმწიფოებში. საქართველოსა და უკრაინის ხალხები, რომელთაც რუსეთზე ვასალურ დამოკიდებულებას ამჯობინეს განვითარების საკუთარი ვექტორი, მსოფლიო საზოგადოების მდუმარე „თანაგრძნობის“ ფონზე აღმოჩნდნენ კრემლის აგრესორთა პირისპირ.
ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში და ეწოდება „ჰიბრიდული ომი“, საქართველომ იწვნია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში: ათასობით რუსი „მოხალისე“ (კაზაკები, ჩრდილოკავკასიელები და სხვ.), შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემოტანა ჰუმანიტარული დახმარების სახელით, უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში ინსტრუქტორები და მეთაურები კადრის სამხედროთა რიცხვიდან, აგრეთვე კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე რუსული ჯარის ძალები და საშუალებები.
ძალიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელყოფდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას 1990-იანებში და უფრო გვიან, ახლა იმავეს სჩადიან უკრაინაში.
ამის თვალსაჩიმო მაგალითია InformNapalm-ის 2015 წლის 18 ნოემბრის პუბლიკაცია «ფსკოველი მედესანტის მონანიება»: მისი 18 ფიგურანტი მედესანტიდან – საქართველოს წინააღმდეგ სამაჩაბლოს რეგიონში (ცხინვალის რეგიონი ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთი) რუსეთის 2008 წლის აგრესიის „ვეტერანთაგან“ ექვსი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რფ-ს გამოუცხადებელი ომის მონაწილე.
საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm-ის ახალი OSINT-გამოძიების შედეგების მიხედვით იდენტიფიცირებულია რფ შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის საგზაო-საპატრულო სამსახურის მოქმედი თანამშრომელი – საქართველოში რუსეთის 2008 წლის შეჭრის მონაწილე, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე „ნოვოროსიის“ დაქირავებულ მებრძოლად ნამყოფია უკრაინულ დონბასში.
კვლევის ობიექტი
ანდრეი ტარასოვი, დაიბადა 1985 წლის 15 აგვისტოს სარატოვის ოლქის კრასნი კუტის რაიონის ს. კომსომოლსკოეში. ცხოვრობს კარელიის რესპუბლიკის ქ. სეგეჟში, დაოჯახებულია.
სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა რფ ფედერალური სადაზვერვო სამსახურის სასაზღვრო ჯარებში, ვიბორგის სასაზღვრო რაზმში. 2008 წლის მდგომარეობით – რფ შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტით (სავარაუდოდ სპეცდანიშნულების 22-ე ბრიგადა – ს/ნ 11659, როსტოვის ოლქის დაბა სტეპნოე) სერჟანტის წოდებით. 2011-2012 წწ. მდგომარეობით – კერძო დაცვის საწარმოს „სევერნი ლეგიონის“ თანამშრომელი. 2012 წლიდან დღემდე – რფ შსს პეტროზავოდსკის გასამხედროებული დაცვის რაზმის პოლიციის ბატალიონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომელი პრაპორშჩიკის წოდებით. დაკავებულია საბრძოლო ორთაბრძოლებით, რუსეთის შსს და ფსბ ეგიდით ორგანიზებული რიგი შეჯიბრების მონაწილე და პრიზიორი .
სოციალურ ქსელებში: «ВК» (პროფილის, ფოტოალბომის, კონტაქტების არქივები), «ОК 1» (პროფილის, ფოტოალბომის, კონტაქტების არქივები), «ОК 2» (პროფილის, ფოტოალბომის, კონტაქტების არქივები).
ანდრეი ტარასოვის საქართველოში რუსეთის 2008 წლის აგვისტოს შემოჭრის პერიოდის ფიტოსურათები
ნიშანდობლივია, რომ 2088 წლის აგვისტოთი დათარიღებული რიგი ფოტოსურათი გადაღებულია რუსულ სამხედრო ბაზაზე ცხინვალის რეგიონის დაბა ჯავაში (წითელი აგურის ყაზარმები), რომელსაც არ ჰქონია სამშვიდობოს სტატუსი და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე არალეგალურად აშენდა რუსული მხარის მიერ ყველა შეთანხმების დარღვევით, დაზვერვის ქვედანაყოფებისა და სპეცსაშუალებების არაოფიციალური ბაზირებისათვის, ტექნიკისა და შეიარაღების დასაწყობებისათვის და სეპარატისტთა უკანონო სამხედრო ფორმირებების მოსამზადებლად.
დაფარული სურათები
იმავე პერიოდის რიგი სურათი ასახავს, მათ შორის, რუს აგრესორთა ვანდალიზმსა და მაროდიორობას, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებს. აგრეთვე წარმოგიდგენთ სურათს, სადაც ასახულია სპეცდანიშნულების ბრიგადის ჯავშანავტომობილი „ტიგრი“ ნაჩქარევად დატანილი მარკირებით „სამშვიდობო ძალები“.
დაფარული სურათები
სამხედრო კონტრაქტის დასრულების შემდეგ, როგორც აღნიშნულია ზემოთ, ტარასოვი რამდენიმე ხანს მუშაობდა კერძო დაცვაში და პროფესიულად მისდევდა სპორტს. 2012 წლიდან მუშაობა დაიწყო რფ შსს საგზაო-საპატრულო სამსახურში, სადაც მსახურობს დღემდე.
ანდრეი ტარასოვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდის ფოტოსურათები. 2015 წელი
ტარასოვის ფოტოსურათებს შორის, რომლებიც მის ალბომში დაიდო 2015 წლის ოქტომბერში, შემჩნეულია უფრო ადრინდელი სურათი „რიაზანის“ წარწერიანი და სამხედრო დაზვერვის სიმბოლიკიანი ჯავშანტრანსპორტიორის ბტრ-80-ს ფონზე, რაც მიუთითებს ტარასოვის კავშირს სამხედრო დამქირავებლებთან და მის განზრახვას, დოსბასში წასულიყო ჯერ კიდევ 2014 წელს. ლაპარაკია ე.წ. დივერსიულ-სადაზვერვო ბანდდაჯგუფება „რიაზანზე“ უკანონო შეიარათებული დაჯგუფება „ნოვოროსიის“ შემადგენლობაში, რომლის მებრძოლებიც ირიცხებიან ჩვენი ფიგურანტის კონტაქტებში . შეგახსენებთ, რომ ადრე ჩვენ უკვე დაგვიფიქსირებია ყოფილი რუსი სპეცრაზმელები „რიაზანის“ შემადგენლობაში (იხ.«Грушники на пенсии«).
ცნობა: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა, თავიანთი სამხრეთოსეთელი მარიონეტი სეპარატისტების გამოყენებით, მოახდინეს სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება საქართვ ელოს სამაჩაბლოს რეგიონში (ცხინვალის რეგიონი ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთი). რუსი „სამშვიდობო ძალები“ განზრახ არ რეაგირებდნენ ბოევიკთა გააქტიურებაზე, რომლებიც მიზანმიმართულად ბომბავდნენ რეგიონის ქართულ სოფლებს. იმის შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებული გახდნენ, დაეწყოთ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია, და შეუდგნენ სეპარატისტ პროვოკატორთა აქტივობის კერების ლოკალიზებას, რუსეთმა განაცხადა „მშვიდობისადმი იძულების“ ოპერაციის დაწყების შესახებ, რაც გადაიზარდა საქართველოს წინააღმდეგ რფ-ის ღია აგრესიაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონების შემდგომი ოკუპაციით, აგრეთვე ე.წ. მცოცავი ოკუპაციით, რომელიც დღემდე გრძელდება. რუსეთის 2008 წლის სამხედრო შემოჭრის შედეგებით, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე, მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე. ლტოლვილთა და გადანაცვლებულ პირთა რიცხვი გაიზარდა 26 ათასი ადამიანით. სულ საქართველოში ლტოლვილთა რიცხვი, რომლებსაც მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი ანდა უშუალოდ რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტების გამო, შეადგენს 260 ათასზე მეტს, სახელმწიფოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია.
- Покаяние псковского десантника 18.11.2015
- О «мужестве» псковских десантников 22.11.2015
- Карьерный рост «мистера Бонда»: от оккупированного Цхинвали до оккупированного Крыма 01.03.2016
- Династия российских военных преступников. Биография оккупанта 22.07.2016
- Война 08.08.08. 8 лет спустя 06.08.2016
–––––––––––––
პუბლიკაცია მომზადებულია InformNapalm–ის საკუთარი OSINT–გამოძიების საფუძველზე
Original article by Irakli Komakhidze, translated by Tamar Tsitsishvili
(CC BY) InformNapalm.org
Creative Commons — Attribution 4.0 International — CC BY 4.0
No Responses to “მკვლელობის ნოსტალგია. რუსი ავტოინსპექტორი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების „რიაზანის“ რიგებში”