• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

    Logo

    support informnapalm
    Navigation
    • მთავარი
    • ახალი ამბები
      • დონბას
      • ყირიმის
      • სირია
      • მსოფლიო
      • ანალიტიკა
      • საქართველო
      • სხვა
    • ჩვენ შესახებ
    • დაგვიკავშირდით

    ქართველი „ექსპერტები“ რუსეთის სამსახურში

    By Komaxidze Irakli | on 2016-06-30 | 0 Comment | ანალიტიკა | ახალი ამბები | საქართველო-რუსეთი
    • ru
    • cz
    • ua
    • en
    • ge
    • bg

    საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, კრემლი საქართველოში ე.წ. მუხეთე კოლონის გააქტიურებისა და გაფართოვებისთვის იყენებს. წინა წლებისგან განსხვავებით, რუსეთის ე.წ. მუხეთე კოლონა აღარ არის აბსტრაქტული – მათი წარმომადგენლები არამხოლოდ ფარულ დესტრუქციულ საქმიანობას ეწევიან, არამედ წამყვანი ტელევიზიებისა და გაზეთების მეშვეობით ახორციელებენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რომელთა მიზნებიც ცხადზე ცხადია – საქართველოს მოსახლეობის დაშინება და რუსეთის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის რეალური და უმთავრესი საფრთხის ჩანაცვლება, გაზვიადებული და ხშირ შემთხვევაში, გამოგონილი „საფრთხეებით“. კრემლის ამოცანა მკაფიოა – თბილისის იძულება მოსკოვთან თანამშრომლობისთვის, ანუ რუსეთი აცნობიერებს, რომ საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს „ახალი რეალობების“ აღიარებას და რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოვებას, ამისთვის საჭიროა ძლიერი ბიძგის მიცემა და შესაბამისად, კრემლს წინა პლანზე გამოყავს ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენელი „ექსპერტები“, რომლებიც ახალ-ახალი „სენსაციური ინფორმაციების“ გავრცელებით მოსკოვს საკუთარი ამოცანის გადაწყვეტაში ეხმარებიან.

    მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა „ექსპერტი“ ვახტანგ მაისაია, რომელიც ცნობილია გადამეტებული ამბიციებითა და ფულის სიყვარულით. ამჯერად, მაისაია საკუთარ თავს ტერორიზმის საკითხებში ექსპერტს უწოდებს და პერიოდულად სენსაციურ ინფორმაციებს ავრცელებს „ისლამურ სახელმწიფო”–სთან დაახლოვებული წყაროების საშუალებით. მათ შორის, გაზეთ „რეზონანსისთვის“ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში მაისაია ამბობს: „ისლამურ სახალიფოში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, რომელშიც 600-700 მებრძოლი შედის. ძირითადად საზღვარგარეთის მოქალაქეები არიან შერჩეული, რათა მათი სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება უფრო ადვილი იყოს. 600-700 ადამიანი საკმაოდ სერიოზული ძალაა… შეიქმნა ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ცენტრი და ეს ბრიგადაც ამ ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა… რაზმის ინტერესის არეალი საქართველო და ჩრდილოეთ კავკასიაა“. ინფორმაცია რა თქმა უნდა სენსაციურია, თუმცა რა ფაქტებით ადასტურებს მაისია მის სინამდვილეს? არაფრით, სრულიად არაფრით. გარდა ამისა, მაისაიას ინფორმაცია არავითარ ლოგიკაში კი არ ჯდება. მიმდინარე ეტაპზე „ისლამური სახელმწიფო“ სერიოზულად არის დასუსტებული და პოზიციებს ყოველდღიურად კარგავს უშუალოდ სირიაში და ერაყში, რის გამოც მას არ შესწევს ახალი რაზმის ჩამოყალიბების ძალა, მითუმეტეს, საქართველოსთვის და ჩრდილოეთ კავკასიისთვის, რადგან რეგიონი არ წარმოადგენს მის უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას.

    თუმცა, ზუსტი ინფორმაციის გავრცელება არც ყოფილა მაისაიას მიზანი. მან მასზე დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა – კიდევ ერთხელ წამოწია საქართველოში ფაქტობრივად არარსებული ტერორიზმის საფრთხე და რბილად რომ ვთქვათ, რუსეთს სალაპარაკო თემა მისცა. მაისაიას „სენსაციურ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით რუსულ საინფორმაციო პორტალზე „სვობოდნაია პრესა“ გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, სათაურით – „ისლამური სახელმწიფოს სპეცრაზმი უტევს საქართველოს გავლით“. თემა რა თქმა უნდა აიტაცეს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფმა, ინგლისურენოვანმა პორტალებმაც, რომელთაც საკითხი კიდევ უფრო რადიკალურად წარმოაჩინეს. მათ შორის, ერთ-ერთ ვებგვერდზე სტატია გამოჩნდა შემდეგი სათაურით – „საქართველო – სატრანზიტო კორიდორი ისლამური სახელმწიფოსთვის?“. მაისაიას გარდა, რუსულმა მედიასაშუალებებმა თემის წამოსაწევად სხვა ქართველი „ექსპერტების“ განცხადებებიც მოიშველიეს. მათ შორის, მამუკა არეშიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში უკვე მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებები. გარდა ამისა, რუსულმა მედიასაშუალებებმა ფაქტის სახით მოიყვანეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის დავით ნემსაძის „ბოდვა-ვარაუდი“, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მსახურობენ. ნემსაძე, რომელიც ქართული არმიიდან არასაწესდებო ქცევის გამო გააგდეს, ცდილობს სენსაციური განცხადებებით მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. ნემსაძეს საკუთარი „ბოდვის“ გავრცელებაში დაეხმარა ვინმე იოსებ ზაალიშვილი, რომელიც საკუთარ თავს ახლო აღმოსავლეთისა და ტერორიზმის საკითხებში ექსპერტს უწოდებს და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც კვლავ „სამართლიანობის აღდგენისთვის“ იბრძვის.

    შედეგად, რუსულმა მედიასაშუალებებმა წარმატებით მოახდინეს პანკისის ხეობის „პრობლემის“ წინა პლანზე წამოწევა და კიდევ ერთხელ შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში რეალურად არსებობს ტერორიზმის საფრთხე. იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა საკუთარ ჩრდილოეთ კავკასიას მიხედოს, სადაც ყოველდღიურად იზრდება ტერორისტული აქტივობა, აქცენტს აკეთებს პანკისის ხეობაზე და ცდილობს რეგიონის ტერორიზმის კერად წარმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში რუსი ჟურნალისტების არაერთი მოგზაურობა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, რუსეთისთვის ეს დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს – მოსკოვმა საინფორმაციო სივრცეში მაინც წამოწია „საქართველოდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე“, რისთვისაც არამხოლოდ ქართველ ე.წ. ექსპერტ-ჟურნალისტებს იყენებს, არამედ პერიოდულად ამ თემაზე განცხადებებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მაღალჩინოსნები“ და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებიც აკეთებენ. აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის მიზანი რამდენიმე დღის წინ ღიად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, რომელმაც საქართველოს „პირველ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრემლს სურს საქართველოსთან ტერორიზმის საკითხში თანამშრომლობა. დამატებით, კარასინმა  იმავე დღეს, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ მოლაპარაკებებზეც წამოჭრა ეს საკითხი, რაც ქართული მხარისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფორმატი მსგავსი თემების განხილვას არ ითვალისწინებს.

    რუსეთის მიზანი აშკარაა – ერთი მხრივ, საქართველოსთვის უმთავრეს საფრთხედ ტერორიზმის წარმოჩენა და ქვეყნის მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავება, რათა ოფიციალური თბილისი იძულებული გახდეს დაიწყოს მოსკოვთან თანამშრომლობა. მეორე მხრივ, მოსკოვი ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი აგრესიული ნაბიჯების „ლეგიტიმაცია“ სწორედ ტერორიზმთან ბრძოლად მონათლოს. კრემლს საკუთარი ამოცანების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება საქართველოში გააქტიურებული ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც უკვე ღიად ეწევა დესტრუქციულ საქმიანობას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი „შვებულებაშია“.

    ავტორი ალექსანდრე ლომსაძე

    იხილე თემატური პუბლიკაცია რუსეთის საყრდენი საქართველოში

    (CC BY)  InformNapalm.org
    donate

     

     

     

    Tags: რუსეთ–საქართველოსაქართველო

    Recent Posts

    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Related Posts

    • ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 საოკუპაციო ბაზის 140 ოფიცრის პირადი მონაცემების გამჟღავნება

      2018-03-02 - 0 Comment
    • InformNapalm–მა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ვიდეოკლიპი მიუძღვნა

      2015-12-03 - 0 Comment
    • „აღმოსავლეთის ტრანზიტი“ – საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრხის წინაშე

      2015-11-30 - 0 Comment

    No Responses to “ქართველი „ექსპერტები“ რუსეთის სამსახურში”

    Leave a Reply Cancel Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *


    *
    *

    Keep Update With InformNapalm

    RSSSubscribe 0 Followers
    • Popular
    • Recent
    • Comments
    • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

      2014-12-23 - 0 Comment
    • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

      2015-01-18 - 0 Comment
    • ტერორისტები მუდმივად ხსნიან ცეცხლს მშვიდობიანი რაიონებიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. კოორდინატები ეუთო–სთვის

      2015-01-18 - 0 Comment
    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Attribution CC BY

    88x31

    This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

    June 2026
    MTWTFSS
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930 
    « Oct    

    Tags

    2008 წლის აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთი – უკრაინა რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული ოკუპაცია ს/ნ 09332 საქართველო სირია ს–300

    Flickr Gallery

    • მთავარი
    • Privacy Policy
    • დაგვიკავშირდით
    • Languages
    © 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.
    Go to mobile version