• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

Logo

support informnapalm
Navigation
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • დონბას
    • ყირიმის
    • სირია
    • მსოფლიო
    • ანალიტიკა
    • საქართველო
    • სხვა
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

By Komaxidze Irakli | on 2020-10-15 | 0 Comment | ანალიტიკა | საქართველო Print This Post Print This Post
  • ru
  • cz
  • ua
  • tr
  • en
  • ge
  • bg
  • sv
  • no
  • dk
  • at

“რატომ მიმართავს საქართველო მკაცრ ნეიტრალიტეტს? როგორ შეუძლია  აზერბაიჯანელი და თურქი ტერორისტების მიერ ერთმორწმუნე სომხეთის განადგურების მშვიდად ყურება? საქართველო ტერორიზმის მხარდამჭერი გახდა?! რატომ დუმს ქართველი ხალხი? რატომ არ აპროტესტებენ ქართველები საქართველოს საჰაერო თუ სახმელეთო გზებით აზერბაიჯანში სამოქალაქო ტვირთის საფარით სამხედრო ტვირთის გადატანასა და მებრძოლთა გადაყვანას?”

ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ა.წ.  სექტემბრის ბოლოდან ყარაბაღის კონფლიქტის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაზრდის პარალელურად საქართველოს მისამართით სულ უფროდაუფრო აქტიურად ისმის. პასუხი და ზოგადად სიტუაცია, რომელშიც საქართველო “მეზობლების” წყალობით აღმოჩნდა ცალსახა, თუმცა, იმავდროულად, საკმაოდ კომპლექსურია.

შესაბამისი პასუხების გაცემა, უპირველეს ყოვლისა, სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს პოზიციის შესახებ დეზინფორმაციის, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში გავრცელების ტენდენციით უნდა დავიწყოთ. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, საქართველოს ირგვლივ ერთგვარი ვირტუალური ფრონტი შეიქმნა, სადაც ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია `Flightradar24”–ის რუკებია, რომლებზეც პოსტისა თუ კომენტარის ავტორები გარკვეულ თეორიებს აგებენ და მტკიცებით-დამაჯერებელი ტონით საქართველოს აზერბაიჯ-თურქეთისათვის დახმარების გაწევის ფაქტებში “ამხელენ”. საყურადღებოა, რომ სოცქსელების მომხმარებელთა გარკვეული სეგმენტი (როგორც კონფლიქტის ეგზალტირებული მხარეები ისე ე.წ. “ქართველი სომხები”) მცდარ ინფორმაციას იჯერებს და ფაქტობრივად საქართველოს მიმართ დამოკიდებულებასაც იცვლის (იხ. ფოტო-მაგალითები). აღნიშნულის კიდევ ერთი დასტური კი ჯავახეთში გამართული რამდენიმე საპროტესტო აქციაა, რომლის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ სოცქსელებიდან შეიტყვეს, რომ “საქართველოს მიერ აზერბაიჯანისათვის ტვირთის გატარება დაბრკოლების გარეშე ხდება, ხოლო სომხეთისათვის განკუთვნილი კი გაურკვეველი მიზეზით ფერხდება”. სოცქსელებში გავრცელებული გამოხმაურებებითა და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, კონფლიქტის სომხური მხარე (მისი მოსახლეობა) იმ თანასწორ დამოკიდებულებას ითხოვს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ისედაც უზრუნველყო როდესაც კონფლიქტის ორივე მხარისათვის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთების ტრანზიტი აკრძალა.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს მიმართ სომხეთიდან მომდინარე პრეტენზიებს აწ უკვე ქვეყნის პირველი პირების ერთი შეხედვით უწყინარი პოსტები და პირიქით, არადიპლომატიური განცხადებებიც აღვივებს. მაგალითად, პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “ფეისბუქ” პოსტის სახით სოლიდარობის დემონსტრაციების ამსახველი ფოტოები გაავრცელა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სომხური დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა. ფოტოებზე ყველა ტოპონიმი მათი ოფიციალური დასახელებითაა წარმოდგენილი. `ჯავახი” კი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაა, დასახლებულია ძირითადად ეთნიკური სომხებით და მისი ოფიციალური ქართული და ინგლისური სახელი სამცხე-ჯავახეთია, გამონაკლისი აღმოჩნდა. არახალია, რომ ზოგიერთი სომეხი ნაციონალისტის აზრით, ეს სომხეთის ისტორიული ნაწილი და შესაბამისად, მისი ტერიტორიაა, რომელიც სომხეთს უნდა შეუერთდეს. თუმცა, აღნიშნული სომხეთის ოფიციალურ პოზიციად არასდროს გაჟღერებულა.  გარკვეული სეგმენტისათვის, რომლებიც ღია წყაროებიდან და სოცქსელებიდან გამოიკვეთნენ ეს პერსპექტივა სავსებით მისაღები აღმოჩნდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ერთგვარი კულმინაცია სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერის ლენა ნაზარიანის ა.წ. 11 ოქტომბერს  “ალიქ.მედია”-სათვის მიცემული ინტერვიუ იყო, სადაც ის საქართველოს ნეიტრალიტეტს არასწორ ქმედებად აფასებს. აღსანიშნავია, რომ სტატია/პოსტი პუბლიკაციიდან რამდენიმე წუთში გაქრა როგორც სოცქსელებიდან ისე ღია წყაროებიდან.

სომხური მედიის პარალელურად, აქტიურია აზერბაიჯანული მედიაც, რომელიც უფრო “პოზიტიური” დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული – “აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა”. აღნიშნულის პირველწყარო Oxu.az–ია, თუმცა საკუთარი შეხედულება-კუთვნილებიდან გამომდინარე ინფორმაცია სოცქსელებში ფაქტობრივად ვირუსულად გავრცელდა.

საინფორმაციო ომის პარალელურად, ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხებს კომპლექსურს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანაში არსებული ტერიტორიული კონფლიქტები, ეთნიკურ უმცირესობათა სიმრავლე და რეგიონის “დიდი” მეზობელი რუსეთი ხდის. ამას ემატება საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული განლაგება და მისი რიგი ქვეყნების, უპირველესად კი სომხეთ-აზერბაიჯანის მიერ სატრანზიტოდ გამოყენება. მაშასადამე, რეგიონის სამივე ქვეყნის ერთგვარი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება. გარდა ამისა:

– სომხეთისათვის ე.წ. უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრობიდან გამომდინარე რუსეთის მიერ დახმარების მიღების უმოკლესი და ფაქტობრივად ერთადერთი გზა საქართველოზე გადის. არახალია, რომ რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისათვის ნომერ პირველი საფრთხეა. შესაბამისად, წინამდებარე კონფლიქტში რუსული სამხედრო ჩართულობა, დიდი ალბათობით, საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს დაარღვევს;

– საქართველოში დიდია ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის რიცხვი. მიმდინარე კვირების განმავლობაში, სოცქსელებსა და ღია წყაროებში გავრცელებული არაერთი დეზინფორმაციის, ე.წ. “ტროლინგისა” და `fake news”-ების გავრცელების სიხშირისა და სიმწვავის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მათი დაპირისპირების ალბათობა იზრდება;

– რეალური საფრთხის წინაშეა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენები და შესაბამისად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება;

– კონფლიქტის გამწვავებასთან, სულ უფრო რეალური ხდება ლტოლვილთა მასობრივად შემოდინების საფრთხეც.

და ბოლოს, სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ისევე, როგორც სომხეთის მაცხოვრებლები და საზღვარგარეთ სომხური დიასპორის წარმომადგენლები საქართველოსა და ქართველებს 2008 წელსა და შემდგომ პერიოდში საქართველოსადმი სომეხი ხალხის თანადგომას სულ უფრო ხშირად ახსენებენ. თუმცა, ქართულ-სომხურ ურთიერთობების ისტორიიდან რამდენიმე `უხერხული” მომენტი, როგორც ჩანს, მათი მხრიდან დავიწყებას მისცემია. მაგალითად, სომხეთის სამთავრობო თუ ოპოზიციური ძალების მიერ 2008 წლის ომში საქართველოს აგრესორად ღიად დადანაშაულება და სამხრეთ ოსეთისა და რუსეთისათვის მხარდაჭერის გამოცხადება (მათ შორის არიან ლევონ ტერ-პეტროსიანი, სერჟ სარქისიანი, ტიგრან სარქისიანი); აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ მოწოდება და ამ ტერიტორიებზე ლტოლვილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციისათვის სომხეთის მიერ გაეროში ხმის არ მიცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მომენტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს უპირველეს ეროვნულ ინტერესს – ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც რუსეთის ფაქტორის გამო ისედაც მუდმივი საფრთხის ქვეშაა.

ყოველივე ზემოაღნიშნული რომ განვაზოგადოთ, სამხრეთ კავკასიაში და მის სამეზობლოში ნებისმიერი მეტ-ნაკლები მასშტაბის დესტაბილიზაცია საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას პოტენციურ საფრთხეს უქმნის. მთიანი ყარაბაღის აწ უკვე სომხეთსა და აზერბაჯანს შორის ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადასული კონფლიქტი კი საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს დიდი და რეალური გამოწვევის წინაშე აყენებს.

 

 სპეციალურად „ინფორმნაპალმ“-სთვის ანდრო ჯაში. თბილისი, საქართველო

 

 

Recent Posts

  • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

    2019-08-08 - 0 Comment
  • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

    2018-08-07 - 0 Comment
  • როგორ ხვდება ქართული სანომრე ნიშნით ,,ევროდაფები“ რფ-ს ოკუპირებულ დონბასში

    2018-03-16 - 0 Comment

No Responses to “საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა”

Leave a Reply Cancel Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


*
*

Keep Update With InformNapalm

RSSSubscribe 14620 Followers
  • Popular
  • Recent
  • Comments
  • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

    2019-08-08 - 0 Comment
  • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

    2014-12-23 - 0 Comment
  • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

    2015-01-18 - 0 Comment
  • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

    2019-08-08 - 0 Comment
  • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

    2018-08-07 - 0 Comment
  • როგორ ხვდება ქართული სანომრე ნიშნით ,,ევროდაფები“ რფ-ს ოკუპირებულ დონბასში

    2018-03-16 - 0 Comment

Attribution CC BY

88x31

This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

April 2021
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
« Oct    

Tags

2008 წლის აგვისტოს ომი VS Auto აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული აგრესია ს/ნ 09332 საქართველო საქართველოს შეიარაღებული ძალები სირია

Flickr Gallery

  • მთავარი
  • Privacy Policy
  • დაგვიკავშირდით
  • Languages
© 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.