• Languages
Language (ქართული)
  • Українська (UA)
  • Русский (RU)
  • English (EN)
  • Deutsch (DE)
  • Français (FR)
  • Español (ES)
  • Беларуская (BY)
  • Български (BG)
  • Polska (PL)
  • Čeština (CZ)
  • Slovenský (SK)
  • Lietuvių (LT)
  • Latvijas (LV)
  • Nederlands (NL)
  • Português (PT)
  • Italiano (IT)
  • Svenska (SV)
  • Norsk (NO)
  • Dansk (DK)
  • ქართული (GE)
  • Română (RO)
  • Magyar (HU)
  • Ελληνικά (EL)
  • Deutsch (AT)
  • العربية (AR)
  • Türkçe (TR)
  • Azərbaycan (AZ)
  • Татарча (TAT)
  • 日本語 (JP)
  • 中文 (CN)
  • 한국어 (KR)

    Logo

    support informnapalm
    Navigation
    • მთავარი
    • ახალი ამბები
      • დონბას
      • ყირიმის
      • სირია
      • მსოფლიო
      • ანალიტიკა
      • საქართველო
      • სხვა
    • ჩვენ შესახებ
    • დაგვიკავშირდით

    „აღმოსავლეთის ტრანზიტი“ – საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრხის წინაშე

    By Komaxidze Irakli | on 2015-11-30 | 0 Comment | ანალიტიკა | ახალი ამბები | საქართველო | საქართველო-რუსეთი
    • ru
    • de
    • cz
    • ua
    • ge
    • bg

    „სატრანსპორტო დერეფნები რუსეთის ფედერაციიდან ახლო აღმოსავლეთში – როგორ მიაწვდის იარაღს რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას თურქეთთან ინციდენტის შემდეგ“ , – ამ სათაურით, 29 ნოემბერს, გამოქვეყნდა პუბლიკაცია რუსულ საინფორმაციო პორტალზე  lenta.ru. სტატიაში მოცემულია სავარაუდო სატრანზიტო დერეფნების განლაგება და სრულადაა იგნორირებული სატრანზიტო სახელმწიფოების მოსაზრება და პოზიცია. შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს:

    • საავტომობილო კომუნიკაცია. „სახმელეთო შეტყობინება რუსეთ-ირანს შორის ამიერკავკასიის გავლით რამდენიმე სატრანზიტო გზითაა შესაძლებელი: კასპიის ზღვის გასწვრივ, დაღესტნისა და აზერბაიჯანის გავლით და საქართველოს სამხედრო გზით, ჯვრის უღელტეხილის გავლით – ჩრდილო ოსეთიდან საქართველოში და შემდეგ სომხეთიდან ირანში. უფრო მეტად მოსახერხებელია ტრანსკავკასიული მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს რუსეთს ირანთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკით (რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი საქართველოში), საქართველოთი და სომხეთით. ამასთან, 2014 წელს, რუსეთმა ვადაზე ადრე დაასრულა როკის გვირაბის მოდერნიზაციისა და გაფართოების სამუშაოები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტრანსკავკასიური მაგისტრალის სატრანზიტო პოტენციალი.
    • სარკინიგზო კომუნიკაცია. „აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარებმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის მაგისტრალის წმენდა ოჩამჩირედან ენგურამდე, საქართველოს საზღვრამდე (რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი )“.
    • სტატიის რეზიუმეში აღნიშნულია: „რუსეთიდან ირანში სახმელეთო დერეფნების გახსნა და მისი გამოყენება სამხედრო და სტრატეგიული ტვირთების გადასატანად დამოკიდებულია სატრანზიტო ქვეყნების პრობლემაზე.

    original_69c8941cb96b78e60478db38f423d5fc

    აღმოსავლეთის მარშრუტი  დერეფნისა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნეიტრალური თურქმენეთის ტერიტორიაზე გადის, რომელიც არავის მისცემს უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების გატარებისა.

    ირანს სავსებით აწყობს მარშრუტი, რომელიც  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. რაც შეეხება  საქართველოს, ქართული  მარშრუტები დაბლოკილია რუსეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტის გამო. ამასთან, 2016 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება  და სახელისუფლო სტრუქტურებში ცვლილებებმა, შესაძლებელია, სატრანზიტო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობები გააჩინოს“.

    რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეჭვქვეშ დავაყენოთ პროვოკაციული მომენტების შემცველი პუბლიკაციის ავტორის კომპეტენცია, მაგრამ შეშფოთების საბაბი ნამდვილად არსებობს. მისი დასკვნები ხომ ფაქტებსა და კრემლის წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით კეთდება, რომლებიც უკვე თამამად ხატავენ სატრანზიტო სქემებს, მათ შორის საქართველოს გავლითაც.

    ამასთან დაკავშირებით, საჭიროა გავიხსენოთ გავრცელებული  ხმები იმის შესახებ, რომ  მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის შესახებ, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთზე (საქართველოზე), უნდა გაიაროს და რომლის ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოები სარკინიგზო ჯარებმა  უკვე ჩაატარეს.

    „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების უკანასკნელი სიახლეებიდან მიღებული მესიჯით, რუსეთი მზადაა გაამარტივოს საქართველოსთან ის სავიზო რეჟიმი, რომელიც, დაახლოებით 10 წლის წინ, ცალმხრივად, თავადვე დააწესა. ამ ყველაფერს დავუმატოთ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის იდუმალებით მოცული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომლის შედეგებიც  საქართველოს რუსეთის ექსპანსიით ემუქრება.

    საქართველო-რუსეთის ფედერაციის ყველა კონტაქტი ბუნდოვანია, რადგან ინფორმაციას ზემოაღნიშნული სიახლეების შესახებ, საზოგადოება ან მესამე წყაროებიდან იღებს, ან გაჟღერებულია რუსული მხარის მიერ, რის შემდეგაც ქართველ პოლიტიკოსებს უწევთ ამა თუ იმ ფაქტის აღიარება და მტკიცება იმისა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ ხდება და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

    არც ა.წ. თებერვალ-მარტის მოვლენების დავიწყება ღირს, როცა საქართველოში, კერძოდ,  თბილისში და იმავდროულად სხვა რეგიონებშიც, ამოუცნობი მოსიარულე ობიექტები დაფიქსირდა – „ტრანზიტული და ჩამოწერილი“ რუსული სამხედრო სატვირთოების სახით. საღადმოაზროვნე ქართველები მიიჩნევენ, რომ ეს იყო ტესტი ანუ მსგავს ქმედებებზე მოსახლეობის რეაქციის შემოწმება. საგულისხმოა, რომ მას შემდეგ დაფიქსირდა საზოგადოებრივი აზრის შემოწმებისა და მოსინჯვის სხვა მცდელობებიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან.

    თუ ამ ფაქტორებს დავუმატებთ რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის თურქეთის სრუტეების ჩაკეტვის შესაძლებლობას, მაშინ ტრანზიტის ზემოაღნიშნული სქემა რეალური ხდება და შეშფოთების მიზეზიც იზრდება. მითუმეტეს ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი მზადაა საკუთარი სატრანზიტო ჩანაფიქრი განახორციელოს.

    ახლა საქართველოს ჯერია, რომელიც ვალდებულია გამოავლინოს პრინციპულობა,  სიმტკიცე და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეს,  არ მოტყუვდეს რუსული „თაფლაკვერის“ პოლიტიკით. სკეპტიკოსები იტყვიან, რომ უფრო იაფი და უსაფრთხოა კასპიის ზღვით სამხედრო ტვირთების ბორნებით გადატანა, მაგრამ მაშინ რუსეთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული დაბანდებები აზრს კარგავს – ის ხომ მიმართული იყო საქართველოს მარშრუტზე და მასზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი კარგავს შესაძლებლობას, რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარი ჩანაფიქრის ერთ-ერთ პუნქტს – ჩაყლაპოს საქართველო. არ შეიძლება დავუშვათ არათუ რაიმე სახის რუსული ტრანზიტი, არამედ ამ თემაზე ვაჭრობაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ავტომატურად იქნება ჩათრეული ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტში და რუსული ჩექმის ქვეშ ამოყოფს თავს.

    დიახ, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა თავხედური, პროვოკაციული ნაბიჯი გადადგას – არ მოერიდოს არც სამხედრო კომპონენტების გამოყენებას და  დერეფანი გაჭრას სომხეთში. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით, ახლა, როგორც არასდროს, ქართველებს სჭირდებათ გამბედაობა, ერთიანობა და მტკიცე ნება, დროებით დავიწყება შიდაპოლიტიკური შუღლისა. საქართველო იმიტომაცაა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმისათვის ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომ მსაგავსი ტიპის მუქარებსა და საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინოს.

    და თუ ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მტერს გავუმკლავდებით, რადგან ამ ბრძოლაში მარტონი არ ვიქნებით. ხოლო თუ „წითელ ხალიჩას“ გავუფენთ რუსულ ტრანზიტს, საქართველოს დამოუკიდებლობა იქვე დამთავრდება!


     

    ირაკლი კომახიძე 

    ჩანაწერი ქართულ ენაზე ნათარგმნია InformNapalm–ის  და რადიო  “აფხაზეთის ხმის” მეგობრების, ქართველი ვოლონტიორების მიერ  

    Tags: რუსეთისაქართველოსირია

    Recent Posts

    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Related Posts

    • ქართველი „ექსპერტები“ რუსეთის სამსახურში

      2016-06-30 - 0 Comment
    • InformNapalm–მა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ვიდეოკლიპი მიუძღვნა

      2015-12-03 - 0 Comment
    • სირიაში რუსული კომპლექსის C-400-ის განთავსების ადგილი პროპაგანდისტული სიუჟეტის მიხედვით დადგინდა

      2015-11-30 - 0 Comment

    No Responses to “„აღმოსავლეთის ტრანზიტი“ – საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრხის წინაშე”

    Leave a Reply Cancel Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *


    *
    *

    Keep Update With InformNapalm

    RSSSubscribe 0 Followers
    • Popular
    • Recent
    • Comments
    • ქართული ლეგიონის მხარდასაჭერად / В поддержку Грузинского легиона

      2014-12-23 - 0 Comment
    • InformNapalm ჯგუფის 2015 წლის 15 იანვრის ცნობა

      2015-01-18 - 0 Comment
    • ტერორისტები მუდმივად ხსნიან ცეცხლს მშვიდობიანი რაიონებიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. კოორდინატები ეუთო–სთვის

      2015-01-18 - 0 Comment
    • საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სომხეთის და აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციების განხილვა

      2020-10-15 - 0 Comment
    • მე–7 საოკუპაციო ბაზის 200 ოფიცრის პერსონალური ინფორმაცია

      2019-08-08 - 0 Comment
    • სია 672  – 2008 წლის აგრესიაში მონაწილე რუსების საიდენტიფიკაციო მონაცემები

      2018-08-07 - 0 Comment

    Attribution CC BY

    88x31

    This license lets others distribute, remix, tweak, and build upon your work, even commercially, as long as they credit you for the original creation. This is the most accommodating of licenses offered. Recommended for maximum dissemination and use of licensed materials.

    June 2026
    MTWTFSS
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930 
    « Oct    

    Tags

    2008 წლის აგვისტოს ომი მე–7 სამხედრო ბაზა რუსეთი რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთი – უკრაინა რუსეთ–საქართველო რუსეთ–საქართველოს ომი რუსული ოკუპაცია ს/ნ 09332 საქართველო სირია ს–300

    Flickr Gallery

    • მთავარი
    • Privacy Policy
    • დაგვიკავშირდით
    • Languages
    © 2014-2015. «InformNapalm». All Rights Reserved.
    Go to mobile version